x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
6 ეფექტური ნაბიჯი, რომ შვილმა გვისმინოს ყვირილის გარეშე
ვიცით, რომ შვილები ყოველთვის არ აკეთებენ იმას, რასაც მშობლები სთხოვენ, მაგრამ ამის გამო მუდმივად ყვირილი თქვენს შვილზე არ არის გამოსავალი, რადგან ეს კიდევ უმწვავებს მათ პროტესტის გრძნობას, აგრესიას და ისინიც უწევენ ტონს.




image



არსებობს რამდენიმე მარტივი პრაქტიკა, თუ როგორ უნდა აიძულოთ თქვენი შვილი, რომ მოგისმინოთ.



6 ეფექტური ნაბიჯი, რომ შვილმა გვისმინოს ყვირილის გარეშე




1. მიიქციეთ შვილის ყურადღება.


მიუახლოვდით თქვენს შვილს, დაელოდეთ როდის მოასრულებს საქმეს, სამუშაოს და დაადეთ ხელი მხარზე. დაამყარეთ თვალებით კონტაქტი. როდესაც მთელ ყურადღებას თქვენსკენ მომართავს ის, უთხარით რაც გჭირდებათ, რისი თქმაც გინდათ.




2. დაეხმარეთ ბავშვს.


თუ იცით, რომ თქვენმა შვილმა მოგისმინათ, მაგრამ თავს არიდებს მის შესრულებას, შესთავაზეთ დახმარება. მაგალითად: „ანა, გთხოვ ჩაიცვი ფეხსაცმელი, სკოლაში წასვლის დროა“. ანა გიყურებთ, მაგრამ არ ითვალისწინებს. უნდა ადგეთ და უთხრა, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაში დაეხმარებით. ამ დროს მთავარია, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.




3. პაუზა.

ნუ აიძულებთ თქვენს შვილს რაიმე გააკეთოს, როცა თავად საქმეში კისერამდე ხართ ჩაფლული. სჯობს მთელი თქვენი საქმე გვერდზე გადადოთ და მხოლოდ თხოვნაზე გაამახვილოთ ყურადღება. სცადეთ წარმოთქვათ თქვენი ბავშვის სახელი, შემდეგ გაჩუმდეთ. დაამყარეთ თვალის კონტაქტი და ნელა თქვით რა უნდა გააკეთოს მან, შემდეგ დამშვიდდით და დაელოდეთ პასუხს. ბავშვები უფრო ნელა ამუშავებენ ინფორმაციას, ვიდრე მოზრდილები.




4. გამეორება.

სცადეთ გამოიყენოთ ერთი ან ორი საკვანძო სიტყვა, როგორც შეხსენება, ვიდრე თავიდან გაიმეოროთ მთელი მოთხოვნა. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ წესი, რომ ბავშვს ყოველი ჭამის შემდეგ თავად მიაქვს ჭურჭელი ნიჟარაში, არ არის საჭირო ყოველ ჯერზე მთელი წესის გამეორება, უბრალოდ აუცილებელია მარტივი შეხსენება: "ანა, თეფში!"




5. ასწავლეთ თქვენს შვილს პასუხის სწორად გაცემა.


ზოგჯერ თქვენი შვილი გისმენთ და მზად არის შეასრულოს მოთხოვნა, მაგრამ მან არ იცის როგორ უპასუხოს თქვენს მოთხოვნას ნორმალურად. ბავშვებს ზოგჯერ სჭირდებათ მცირე დახმარება სიტყვიერი პასუხის სწორად სწავლაში.




6. წინასწარ განიხილეთ მოლოდინები.


თუ თქვენი შვილი აწყდება სიტუაციას, რომელიც ეჭვი გეპარებათ, რომ მისთვის მარტივი არ იქნება და პირიქით, მაშინ აუცილებლად განიხილეთ მოლოდინები წინასწარ.




1
72
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
72
  
25 იანვარი, 22:27
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1