x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
სტალინის ორეულები

ბევრ გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს ჰყავდა ორეული. მიზეზი – პოლიტიკოსის სიცოცხლის საფრთხის შემთხვევაში, ან ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მის ჩანაცვლების საჭიროება იყო. ორეული ჰყავდა სტალინსაც...


image


მისი მოკვლა ბევრს უნდოდა


დაკავებულთაგან, ბევრს ედებოდა ბრალად ამხ. სტალინის მკვლელობის მცდელობა. მაგრამ, ბრალდება ყოველთვის უსაფუძვლო არ იყო. შეთქმულებები მართლაც იყო და სტალინზე თავდასხმა არაერთხელ განხორციელდა... 30–იან წლებამდე, სტალინი მოსკოვის ქუჩებში 1 ან 2 კაციანი დაცვის თანხლებით დადიოდა – უყვარდა ფეხით სეირნობა. 1931 წელს, მასზე თავდასხმა, სამხედრო კავშირის წევრმა ოგარევმა, სწორედ ქუჩაში მოახდინა. ჩეკა–ს წევრებმა ის განაიარაღეს, მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული, პარტ–ხელმძღვანელობამ ბელადს ქუჩაში სეირნობა შეუზღუდა.

სტალინზე თავდასხმა მოხდა 1938 წელსაც, შემდეგ, 1939 და 1942 წლებში. ხოლო, 1943 წ. თეირანის კონფერენციის დროს, სამი ქვეყნის ლიდერის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. 1944 წელს რუსეთის ტერიტორიაზე ჰიტლერის მიერ შემოგზავნილი ჯგუფის ლიკვიდირება მოხდა, რომლის მიზანი, ისევ და ისევ, სტალინის მოკვლა იყო.
მოკლედ რომ ვთქვათ, სტალინის მოკვლა ბევრს უნდოდა...


ორეულის აუცილებლობა


ნიკოლაი ვლასიკი, რომელმაც კარიერული გზა, სტალინის პირადი დაცვიდან, მისი დაცვის უფროსამდე გაიარა, ჯერ კიდევ 20–იანი წლების ბოლოს, კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ბელადი ღია მიტინგებზე არ გამოსულიყო, რადგან ლენინზე თავდასხმა სწორედ მიტინგზე მოხდა.

მაგრამ, საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურის დამალვა შეუძლებელი იყო. კონგრესები, მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით, შეხვედრები მუშებთან... და საერთოდ, საჭირო იყო, რომ ლიდერი ხალხისთვის, ხანდახან მაინც ეჩვენებინათ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი, შეიძლება ორეული ყოფილიყო. სტალინს თუ ჰყავდა ორეული? ამ საკითხზე იმდენი ჭორი და ლეგენდა არსებობს, რომ სიმართლის დადგენა რთულია.

მაგ., გერმანელი პროფესორი ნეიმანი, რომელსაც საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მესამე რაიხის მაღალჩინოსნები და მათ შორის, ჰიტლერიც ანდობდა, გერმანიის დაცემის შემდეგ, მოსკოვში ჩამოიყვანეს. ის კრემლში მიიყვანეს, ერთ ოთახში შეიყვანეს და სტალინის ჯანმრთელობის შეფასება სთხოვეს. ექიმმა პაციენტი გასინჯა, გამოთქვა მოსაზრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რეკომენდაციები მისცა.

შემდეგ ის, სხვა ოთახში შეიყვანეს და სთხოვეს, ამხ. სტალინი ხელახლა გაესინჯა... ამ კაცის სამედიცინო მაჩვენებლები სულ სხვა იყო! შემდეგ, მესამე ოთახში შეიყვანეს, შემდეგ მეოთხეში და მეხუთეში და ყველგან პაციენტი «ამხ. სტალინი» იყო! მაგრამ, ნამდვილი რომელი იყო, მისთვის არ უთქვამთ. ნეიმანს გულითადი მადლობა გადაუხადეს და ბანაკში გაგზავნეს, სადაც მან კრემლში მომხდარი ამბის შესახებ, თავის თანასაკნელებს უამბო.

სტალინის უსაფრთხოების ყოფილი ოფიცერი სერგეი კრასიკოვი აცხადებდა, რომ პირადად ნახა, თუ როგორ გამოვიდა სტალინი მთავრობის სახლიდან, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ხოლო, რამდენიმე წუთის შემდეგ, იმავე კარიდან ისევ საბჭოთა ხალხის ბელადი გამოვიდა. თავის მემუარებში, სტალინთან დაახლოებული ბევრი პირი წერდა, რომ მათ ხან, ბელადის ნაცვლად, ორეულს «ტენიდნენ», მაგრამ ისინი ისე იქცეოდნენ, თითქოს ვერაფერს ამჩნევდნენ.
ისტორიკოსები მსგავს ამბებს ზღაპრებს ეძახიან. თუმცა, ასეთი ისტორია ძალიან ბევრია, – მეტისმეტად ბევრიც კი.


ორეულები


უზარმაზარი მასალებიდან იკვეთება სურათი, რომ სტალინს ორეული მართლაც ჰყავდა და თან, არაერთი. მათ უმრავლესობას ძალიან უმნიშვნელო როლი ჰქონდა: ჩუმად უნდა მჯდარიყო პრეზიდიუმში და მხოლოდ თავი დაექნია, ან უნდა გამოსულიყო შენობიდან, ჩამჯდარიყო ავტომობილში და წასულიყო, ან ტრიბუნაზე მდგარიყო და დემონსტრანტებისთვის ხელი დაექნია.

თუ დავიჯერებთ და ჩავთვლით, რომ სტალინს ორეული არ ჰყავდა, მაშინ ის პოლიტიკოსი იყო, რომელიც საკუთარ სამუშაო გრაფიკს ისე აწყობდა, რომ ათობით საქმეს აკეთებდა და ამდენივე ადგილზე ასწრებდა მისვლას.
მაგრამ, თუ ორეული მართლაც ჰყავდა, ის ბელადს მეორეხარისხოვან ღონისძიებებზე ცვლიდა და უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის ათავისუფლებდა... და ვიდრე «დუბლიკატები» ტრიბუნებზე იდგნენ, ნამდვილი სტალინი ისტორიას ქმნიდა.



image

სხვა სიახლეები:


* ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები

* II მსოფლიო ომის ამოუხსნელი საიდუმლოებები

* 9 რამ, რაც არ შეიძლება მშიერ კუჭზე და ის, რაც შეიძლება

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
353
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0