პარამეცნიერებები უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი ბალტიის ზღვაში აღმოაჩინეს 2023, 15 დეკემბერი, 11:18 ამ სენსაციურმა კადრმა მსოფლიო შემოიარა, რადგან ის რაც მასზეა აღბეჭდილი, ნამდვილად რომ გასაოცარია... ბალტიის ზღვის ფსკერზე არის რაღაც, რაც უცხოპლანეტელების ხომალდს ძალიან ჰგავს! უცნაური ობიექტი შემთხვევით აღმოაჩინეს. პროფესიონალი მყვინთავების გუნდი, დენის ასბერგის მეთაურობით, ჩაძირულ გემს იკვლევდა და როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ, შვედეთსა და ფინეთს შორის ყურეში, მოულოდნელად, მათმა მოწყობილობამ უცნაური სიგნალების გამოცემა დაიწყო. ტერიტორიის შესასწავლად, იმ ადგილზე, მყვინთავების ახალი ჯგუფი გაგზავნეს. როდესაც მათ, მიზანს თითქმის, მიაღწიეს, რატომღაც, ელექტრონული მოწყობილობები გაეთიშათ და ნათურებიც კი გადაიწვა. ობიექტი 87 მ–ს სიღრმეზეა და 60 მ–ს დიამეტრის მქონე, სრულყოფილ წრეს ჰგავდა, ხოლო სიმაღლე, დაახლოებით, 4 მ. აქვს. თუმცა, ყველაზე საოცარი ის არის, რომ მის სიახლოვეს, 300 მეტრიანი ზოლია და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მან ავარიული დაშვება განახორციელა და ეს კვალი ზღვის ფსკერზე გაცურების და დამუხრუჭების შედეგად გაჩნდა. გასაოცარია, რომ გამოჩენილმა მეცნიერებმაც კი, ვერ შეძლეს ამ ობიექტის წარმოშობის ახსნა. ერთი რამ კი ცხადია: ყველაზე მეტად, ის დისკის ფორმის ხომალდს ჰგავს, რომელსაც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, ზოგჯერ ცაში ხედავენ. მყვინთავებმა ობიექტიდან ნიმუშების აღება მოახერხეს. ხოლო, გამოკვლევამ აჩვენა, რომ უცნაური აპარატი ბაზალტისგან არის დამზადებულია, ზოგიერთი ნაწილი კი, არამიწიერი წარმოშობის ნედლეულის არის. ანგარიშში ექსპერტებმა მიუთითეს, რომ აღმოჩენილი ობიექტი, რაღაც ხომალდის ნაწილი უნდა იყოს... ანუ მათ დაადასტურეს უფოლოგების მოსაზრება — ზღვის ფსკერზე, ნამდვილად ამოუცნობი მფრინავი ობიექტია! სხვა სიახლეები:* მეცნიერულად დადასტურებული 9 ფაქტი, რომლის დაჯერება რთულია* ასტეროიდ ეროსზე იდუმალი "კოშკი" აღმოაჩინეს* ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად796 2-ს მოსწონს
1943 წლის ფოტოზე კაცი მობილური ტელეფონით ხელში? - ვინ არის დროში მოგზაური, რომელმაც სოციალური ქსელები ააფეთქა ქმარი დათანხმდა ცოლს ჰქონოდათ სამს ერთად ინტიმური კავშირი და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა მის მზაკვრულ ჩანაფიქრს |