ნადირობა და თევზაობა 11 წლის ბიჭმა დიდი ბრიტანეთიდან 69 კგ-იანი ლოქო დაიჭირა და ევროპაში ახალი რეკორდი დაამყარა 2023, 9 დეკემბერი, 13:52 ![]() ახალი მიღწევა ეკუთნის 11 წლის ჯოშუა დევენპორტს(Joshua Davenport) დასავლეთ სასექსის საგრაფოდან. მან მდინარე ებროში 69 კილოგრამიანი თევზის დაჭერა მოახერხა. ეს არის ახალი ევროპული რეკორდი ბიჭებს შორის მტკნარ წყლებში თევზჭერაში. ბავშვის დედამ თქვა, რომ ის 25 წუთის განმავლობაში ებრძოდა ლოქოს, სანამ არ მოახერხა მისი გადაყვანა მეჩხერ წყლებში. „ჯოშუა ჩაეჭიდა ანკესს და სიტყვასიტყვით სასტიკი ბრძოლა გაუმართა ლოქოს. ჯოხი იღუნებოდა და აშკარა იყო, რომ თევზი დიდი იყო. [...] როდესაც მან დაინახა ლოქო, მან უბრალოდ არ დაიჯერა, იმდენად დიდი იყო იგი. ჯოშუას და კიდევ სამი ზრდასრულ მამაკაცის ძალისხმევა დასჭირდა, რათა თევზი ამოეყვანათ“, - ამბობს ბრიტანელი ქალი. ![]() ![]() დედამ აღნიშნა, რომ ჯოშუამ პირველი ლოქო ექვსი წლის ასაკში დაიჭირა, თევზი ათ კილოგრამს იწონიდა. ჯოშუამ მშობლების რეკორდიც მოხსნა, დედამისის და მამამისის რეკორდი შესაბამამისად 32 კგ. და 30 კილოგრამიანი ლოქოა. ზრდასრულებში რეკორდი ეკუთვნის 37 წლის დიჩ ბალარდს(ფოტოზე)რომელმაც ამა წლის მარტში, ასევე ესპანეთში მდინარე ემბროში დაიჭირა თითქმის 100 კილოგრამიანი ლოქო, მეთევზე ერთი საათი ებრძოდა ნავიდან ლოქოს, რომელიც ერთი მილის მანძილზე ათრია. ![]() 316 2-ს მოსწონს
|