ფოტოგრაფია უნიკალური ისტორიული კადრები, რომლებიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახებთ 2023, 8 დეკემბერი, 17:52 ადამიანებს ყოველთვის იზიდავს ის, რაც იდუმალებით არის მოცული. ეს იშვიათი და უნიკალური ფოტოსურათებიც სწორედ იმიტომ იძენს ამხელა მნიშვნელობას, რომ მათზე ერთი თვალის შევლებითაც კი შესაძლებელია ისტორიას შეეხო და აქამდე უხილავ არაერთ საიდუმლოს ახადო ფარდა. გეპატიჟებით წარსულში სამოგზაუროდ და წარმოგიდგენთ უნიკალურ, რარიტეტულ კადრებს, რომლებიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახებთ.![]() ბარბარა ბრილსკა, 1971 წელი![]() სამი წლის რობერტ ქუიგლი სიგარის მოწევისას, ვაშინგტონი, 1928 წლის 30 აგვისტო![]() ალბერტ აინშტაინი დასთან, მაია აინშტაინთან ერთად ნიუ-იორკში, 1939 წელი![]() ასე აღნიშნავდნენ ჰელოუინს 1930-იან წლებში![]() სიდ ვიშესი და ნენსი სპანჯენი, სტივ ემბერტონის ფოტო, 1978 წელი![]() ჰოლანდიელი ველოსიპედისტი პიტ ვან კემპენი უემბლის ტარსაზე ექვსდღიანი ველოსიპედის შეჯიბრის დროს, ლონდონი, 1936 წლის 25 სექტემბერი![]() რადიო ქუდი 1931 წელი![]() ფოტოზე ლურსმნებს შორის მოქცეულ კასკადიორ ჯეკი პოლიზე 2, 5 ტონიანი მანქანის გადასვლას ხედავთ, 1968 წლის 26 სექტემბერი![]() გაზის ნიღაბი ჩვილებისთვის, ინგლისი, 1938 წელი![]() ავღანელი სტუდენტები, ქაბული, 1975 წელი![]() "ტყუპი კოშკების" მშენებლობა, 1971 წელი![]() დალიე "კოკა-კოლა" და არაფერზე დაეჭვდე. "კოკა-კოლას" ვინტაჟური რეკლამა, ჩინეთი, 1940-იანი წლები![]() ბენიტო მუსოლინი საკუთარ სახლში, 1922 წელი![]() სპირალური კიბეები, ჩიკაგო, 1975 წელი, ფოტოგრაფი უეინ სორსი![]() ჩინური პლაცკარტი, 1970-იანი წლები![]() 1979 წელს კენ ფრეიზერმა ატლანტის ოკეანის ყველაზე დიდი ცისფერი თინუსის დაჭერით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომლის წონაც არც მეტი, არც ნაკლები 679 კგ იყო, მას შემდეგ ეს რეკორდი ჯერაც არავის მოუხსნია![]() ოდრი ჰეპბერნი სასურსათო მაღაზიაში, რომი, 1961 წელი![]() მსახიობი ჯეინ ფონდა და რეჟისორი როჟე ვადიმი ფილმ "ბარბარელას" გადასაღებ მოედანზე, 1968 წელი![]() გზატკეცილი კობეში, 7.3 მაგნიტუდის ჰანშინის დიდი მიწისძვრის შემდეგ, იაპონია, 1995 წლის 17 იანვარი![]() კაცი საბურავების თვალუწვდენელ გროვაზე, ლოს-ანჯელესი, 1929 წელი![]()
|