სხვა 10 მაგარი იდეა - რა შეგიძლიათ გააკეთოთ ძველი ჯინსისგან 2023, 8 დეკემბერი, 9:59 თუ სახლში გაქვთ რამდენიმე ძველი ჯინსი, რომლებიც დროა "პენსიაზე" გაუშვათ, გადაყრა არ იჩქაროთ! ჯინსის ქსოვილისგან ბევრი საინტერესო და სასარგებლო ნივთი შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, ორიგინალური ბალიში, ჩანთა ან სამუშაო ადგილის ორგანაიზერი.
ჩანთა ძველი ჯინსისგან ჩანთის გაკეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე გგონიათ. საკმარისია ქსოვილის რამდენიმე ნაჭერი გამოჭრათ და შეკეროთ, შემდეგ გემოვნებით გააფორმოთ. ჩანთის სახელური ამავე ქსოვილისგან ან ძველი ქამრისგან შეგიძლიათ გააკეთოთ. ამავე მეთოდით შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა ტომარა, ზურგჩანთა და სხვა მსგავსი. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, რამდენიმე ძველი ჯინსი და ცოტა ფანტაზიაა. ორგანაიზერი ძველი ჯინსი სამუშაო ადგილის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. სქელი ქსოვილისგან ხელსაწყოების ან საკანცელარიო ნივთების ორგანაიზერი შეგიძლიათ გააკეთოთ. ასეთი ორგანაიზერის გაკეთება მარტივია: ქსოვილის დიდ ნაჭერს დააკერეთ ძველი ჯინსის ჯიბეები, დატოვეთ ადგილი, სადაც სხვადასხვა წვრილმანის ჩადებას შეძლებთ. ქსოვილი რაიმე საფუძველს, მაგალითად, მუყაოს შეგიძლიათ დააწებოთ / დააკეროთ. გამოვა მოსახერხებელი და პრაქტიკული "ყუთი" წვრილმანებისთვის. მსგავსი ორგანაიზერი ხელსაქმის მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ. მასში შეგიძლიათ შეინახოთ მაკრატელი, ნემსი, ყაისნაღი, ჩხირები და სხვა. ბალიშები ჯინსის ბალიშები მოდური და ელეგანტური ინტერიერის აქსესუარია, რომელიც საკუთარი ხელით მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ. ამისთვის კვადრატებად შეკერილი ქსოვილის ნაჭრები შეაერთეთ. ასეთი ბალიშები გამოგადგებათ აგარაკზე ან სახლში ინტერიერის გასაფორმებლად. საყვარელ შინაურ ცხოველს შეგიძლიათ აჩუქოთ. კატა თუ ძაღლი ასეთ დანამატს თავის საძილე ზონაში დააფასებს. გადასაფარებელი როგორც ადრე ჩვენი ბებიები კერავდნენ საწოლის გადასაფარებელს ქსოვილის ნაჭრებისგან, ასევე მარტივად და ადვილად შეგიძლიათ გააკეთოთ რაღაც მსგავსი ძველი ჯინსისგან. საკმარისია ჯინსი სასურველი ფორმის ნაჭრებად დაჭრათ. კვადრატის ფორმის გამოყენება ყველაზე მოსახერხებელია. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ფანტაზიაზე. უბრალოდ ნაჭრები შეაერთეთ და მიიღებთ უჩვეულო გადასაფარებელს, რომელიც თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტანსაცმელი საოცარია, მაგრამ ძველი ჯინსისგან ისევ ტანსაცმელი შეგიძლიათ შეკეროთ. სანაძლეოს ვდებთ, ბევრი ასე უკვე აკეთებს. რა თქმა უნდა, საქმე მოდურ შორტებს ეხება. თუმცა ეს ერთადერთი ნივთი არაა, რომელიც ჯინსის ქსოვილისგან შეგიძლიათ შეკეროთ. იდეალურია პერანგისთვის, კაბისთვის, შორტისთვის, ჟაკეტისა და ტოპისთვის. ჩართეთ ფანტაზია და აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ. ხალიჩა გადასაფარებლის მსგავსად პრაქტიკული და ორიგინალური ხალიჩა შეგიძლიათ გააკეთოთ. ასეთი ხალიჩა საყვარელი ცხოველის საწოლად ან პირდაპირი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთის დაბინძურება ან დაჭუჭყიანება არ დაგენანებათ, ამიტომ იდეალურია აგარაკზე ან პიკნიკისთვის. ჯინსის ნაჭრები შეაერთეთ, როგორც თქვენ მოგწონთ, და შეკერეთ. თუ ცოტა გაირჯებით, ასეთი ნაქსოვი ხალიჩა შეგიძლიათ გააკეთოთ ძველი შარვლის ნარჩენებისგან. ასეთი ნაწარმის დამზადების ტექნიკა ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ. კალათები ვინაიდან ჯინსის ქსოვილი საკმაოდ სქელია, მისგან გამოვა იდეალური მდგრადი კალათები, რომლებშიც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი შეგიძლიათ შეინახოთ. ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, ცოტა ფერადი ქსოვილი შიგნით დაუმატეთ. თუ უფრო მეტი სიმტკიცე გჭირდებათ, ჯინსის ნაჭრები მუყაოზე დააწებეთ. ესეც ნაქსოვი კალათა, რომლის მომზადების ინსტრუქცია ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ან ბებიას ჰკითხოთ. ალბათ, იცის. როგორც ყველაფერში, აქაც მთავარია თქვენი ფანტაზია. სათამაშო თუ ჭრა–კერვის მინიმალური უნარი გაქვთ, საბავშვო სათამაშოს დამზადება სცადეთ. საკმარისია ქსოვილისგან საჭირო ფორმები გამოჭრათ და ამავე ნაჭრებით შეკეროთ. შემავსებლად გამოიყენეთ ჰოლოფიბერი. ბავშვებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომია. აი, ასეთი საოცარი სათამაშოები შეგიძლიათ მიიღოთ, თუ ცოტა ეცდებით და ხელს გაიწაფავთ. სამზარეულოს დეკორი ჯინსის ქსოვილისგან სუფრის სერვირებისთვის შესანიშნავი აქსესუარები გამოვა. სტუმრები თქვენი კრეატიული მიდგომით გაოცდებიან. ჭურჭლის ქვესადები შეგიძლიათ გააკეთოთ. ქვესადები ცხელის დასადებად. ასევე ჯინსის ქსოვილით შეგიძლიათ გააფორმოთ პროდუქტების შესანახი კონტეინერები. ასე ჩვეულებრივი მინის ქილები განსხვავებული ფერებით ათამაშდება. ავეჯის გადასაკრავი ძველი ჯინსის გამოყენების კიდევ ერთი მაგარი მეთოდი – ავეჯის გადასაკრავის შექმნა. პრაქტიკული და ეკონომიურია. ასეთი გადასაკრავი მარტივად კეთდება და ბევრად იაფი ჯდება. თუ ჯინსის გადასაფარებლის და ხალიჩის შეკერვას თავი გაართვით, ასეთი გადასაკრავს უპრობლემოდ გააკეთებთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორც აღმოჩნდა ძველი საბურავისგან ასეთი ნივთების გაკეთება შეიძლება. უბრალოდ წარმოუდგენელია! 2. 18 ბრწყინვალე იდეა, რომელთა დახმარებით ჩვეული ნივთების სრულიად სხვაგვარად გამოყენებას შეძლებთ 3. თუ პატარა სახლი გაქვთ, ასეთი იდეები გამოგადგებათ 4. კერძო სახლის ეზოს დიზაინი: საინტერესო იდეები 5. 19 მოულოდნელი ხრიკი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალ დონეზე აიყვანს 6. ინტერიერის 19 ცვლილება, რომელთაც სახლის ახალ დონეზე აყვანა შეუძლიათ 7. 25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ 8. 20 მარტივი იდეა, რომლის დანერგვას ყველგან ისურვებდით 9. ცოტა კრეატივი და თქვენ შესანიშნავი ინტერიერი გექნებათ 10. 20 იდეალური ადგილი კომფორტულად რომ მოეწყოთ და წაიკითხოთ უფრო მეტი იხილეთ Yoona-ს არხზე
339 1-ს მოსწონს |