x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351997
  • სურათი:508430
უცნაური გორილა კოკო

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, კოკომ სიცოცხლის ბოლო წლებში, ჟესტების ენაზე ლაპარაკი იცოდა და ინგლისურად, დაახლოებით, 2 ათასი სიტყვა ესმოდა.
დასავლეთის დაბლობის გორილა კოკო 1971 წლის 4 ივლის სან-ფრანცისკოს ზოოპარკში დაიბადა. როდესაც 1 წელი შეუსრულდა, მასთან მუშაობა ზოოფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა ფრენსინ პატერსონმა (Francine Patterson) დაიწყო.


image


თავიდან, ჟესტების ენას კოკოს, მხოლოდ ის ასწავლიდა. ხოლო, როდესაც ნახეს, რომ სწავლის საქმე კარგად მიდიოდა, 1974 წელს პატერსონს მისი კოლეგა რონალდ კონი (Ronald Cohn) შეუერთდა. მათ კოკო სტენფორდში გადაიყვანეს და გორილას ფონდი დააარსეს.. მეცადინეობის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, კოკომ ჟესტების ენაზე 1000-მდე სიტყვა ისწავლა და 2000-მდე ინგლისური სიტყვა ესმოდა. მას ადამიანებთან ურთიერთობა შეეძლო, საკუთარი გრძნობების გამოხატვა და სურვილების ახსნა, მაგრამ გრამატიკა, მისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა. ითვლება, რომ მისი IQ კოეფიციენტი 70–95 ქულას შეესაბამებოდა (ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) საშ. დონე 85 – 115 ქულაა და 125 ქულაზე მაღალი მაჩვენებელი, მოსახლეობის მხოლოდ 5 % გააჩნია).


imageპატარა კოკო და ფრენსინ პატერსონი


1979 წლიდან კოკომ მამრ გორილასთან, მაიკლთან ერთად დაიწყო ცხოვრება, რომელიც ჟესტების ენის შესწავლისადმი ინტერესს ასევე იჩენდა. კოკომ მას 600-ზე მეტი სიტყვა ასწავლა და გორილები ერთმანეთს სწორედ ჟესტების გამოყენებით ეკონტაქტებოდნენ. ენის შესწავლის გარდა, მაიკლს ძალიან უყვარდა «სეზამის ქუჩის» ყურება და ლუჩანო პავაროტის მოსმენა. კოკოს და მაიკლის ურთიერთობა მეგობრობის იქით არ წასულა და 1990 წელს, გორილების წყვილს, რომელსაც მეცნიერები და-ძმად მოიხსენიებდნენ, კიდევ ერთი მამრი გორილა დაემატათ, რომელიც კოკოს პოტენციურ პარტნიორად განიხილებოდა, თუმცა მას შვილი არ გაუჩნდა.


imageმაიკლი და კოკო


ახალი სიტყვების სწავლის გარდა, კოკოს ძალიან უყვარდა შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა. მან მეცნიერებს კნუტის ჩუქება სთხოვა. მაგრამ, როდესაც სათამაშო კატა მიუტანეს, მისი იგნორირება მოახდინა და ცოცხალი კატა მოითხოვა.

1984 წელს, დაბადების დღესთან დაკავშირებით, მას უფლება მისცეს, რომ თავად აერჩია კნუტი. მან არჩევანი მენკის ჯიშის კნუტზე შეაჩერა და მას «All Ball» დაარქვა. კოკო მასზე ისე ზრუნავდა, როგორც შვილზე და მეცადინეობებს შორის, ეთამაშებოდა. მაგრამ, ერთხელ კატა შემთხვევით ქუჩაში გაიქცა და მანქანა დაეჯახა. კოკოს, კატის სიკვდილის გამო, დეპრესია დაემართა და რამდენიმე დღე ჟესტების ენაზე ამბობდა: «ცუდია, ცუდია, ცუდია», «მოღუშვა, ტირილი, მოღუშვა, დაღონება» და როგორც პატერსონმა ინტერვიუში აღნიშნა, ის დროდადრო ისეთ ხმას გამოსცემდა, რომელიც ადამიანის კვნესას ჰგავდა.


image


ტრაგედიიდან, ერთი წლის შემდეგ, კოკოს ორი კნუტის არჩევის უფლება მისცეს. მან ერთს – «ცისფერი პომადა» დაარქვა, ხოლო მეორეს – «ნისლა». როგორც მისმა აღმზრდელებმა აღნიშნეს, პირველი კნუტის ასეთი სახელი მისი ვარდისფერი ცხვირის გამო შეურჩია, მეორე კი, ძალიან ჰგავდა მისი ილუსტრირებული წიგნის კატას, რომელსაც ნისლა ერქვა. ასე რომ, კოკომ კნუტებს სახელები გააზრებულად შეურჩია და მათზე გამუდმებით ზრუნავდა, იცავდა და ეთამაშებოდა.

კოკომ წარმატებით გაიარა «სარკის ტესტი», რომელიც ცხოველის, საკუთარი გამოსახულების სარკეში აღქმის უნარს განსაზღვრავს (გორილების უმრავლესობას და ზოგადად, ცხოველების უმეტესობას ამ ტესტის გავლა არ შეუძლია).

46 წლის კოკო 2018 წ. ძილში გარდაიცვალა.



imageჟურნალმა National Geographic ორჯერ გამოაქვეყნა კოკო ფოტო ყდაზე


image

სხვა სიახლეები:


* პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა არამიწიერი ადამიანის მუმია აღმოაჩინეს

* საიდუმლო ოპერაცია: CIA ათწლეულების მანძილზე, უცხოპლანეტელების ჩამოვარდნილ ხომალდებს ეძებს

* პატარძლები პროფესიონალ ვიზაჟისტთან ვიზიტამდე და მის შემდეგ

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად


0
170
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0