x
მცხეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი როკვა სომხეთში სოლო-კონცერტით მიემგზავრება

9-12 დეკემბერს, “საშემსრულებლო ხელოვნების მსოფლიო ასოციაციის მიერ’’, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი ''როკვა'' (ხელმძღვანელი ნინო იმერლიშვილი, ქორეოგრაფი გიორგი პატაშური) მიწვეულია ცეკვის საერთაშორისო კონკურსზე - “ცეკვის სუპერ ვარსკვლავი -2023’’, რომელიც ჩატარდება სომხეთში - ერევანში, ნეპტუნის დარბაზში.



აღსანიშნავია, რომ ანსამბლი “როკვა’’ საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია მსოფლიოს ოც ქვეყანას შორის.



კონკურსის მონაწილეების შეფასება მოხდება პროფესიონალი ჟიურის მიერ, 10-ქულიანი სისტემით - ღია შეფასებით.



11 დეკემბერს, ეროვნული ქორეოგრაფიის უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ქორეოგრაფიული ანსამბლ "როკვა"-ს სოლო კონცერტი, ასევე, გალა დაჯილდოება სომხეთის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში.

imageimageimage


0
21
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თაბაგარი
მარიამ თაბაგარი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0