x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 ხმა, რომლებიც ყველაზე ძალიან სიამოვნებს ადამიანს
გთავაზობთ ადამიანისთვის 10 ყველაზე სასიამოვნო ხმის რეიტინგს (პორტალ wowfacts-ის მიხედვით).


10. წვიმის წვეთების ხმა ერთადგილიანი კარავის სახურავზე-ტყეში, ბუნებაში დადგმული კარავი, თქვენ ხართ შიგნით, ხოლო ჟუჟუნა წვიმის წვეთების ხმა ნამდვილად რომანტიულ განწყობას გიქმნის.

image

9. თოვლის ჭრაჭუნი - განსაკუთრებით მკვეთრად ისმის თოვლის ჭრაჭუნის ხმა თუ უკაცრიელ ადგილას ან გვიან ღამით მიაბიჯებთ, როგორც აღმოჩნდა ეს ხმა ბევრ ადამიანს სიამოვნებს.


image

8. მოქცევის ხმა- ზღვის პირას ან ზღვასთან ახლოს უნდა ცხოვრობდე, მას შეიძლება დაუსრულებლად და დიდი სიამოვნებით უსმინო.

image

7. კოცონის ტკაცუნი-ეს ხმა ბევრ ადამიანს დიდ სიამოვნებს ანიჭებს.

image


6. ნაკადულის ჩუხჩუხი-ქალაქის მაცხოვრებლები ამ სიამოვნებას ნამდვილად მოკლებულები არიან, ზოგიერთებს ალბათ ცხოვრებაში არც მოუსმენიათ ნაკადულის რაკრაკის ხმა.

image


5. სიცილი - ეს ხმა სიცოცხლეს ახანგრძლივებს, კარგ ხასიათზე გაყენებს, გადამდებია და ხალისიან ატმოსფეროს ქმნის.


image





4. სათლი წვიმის წვეთებით ივსება-წვიმა უკვე ორჯერ მოხვდა ათეულში, ამჟამად სხვა კონტექსტში.ბევრს სიამოვნებას ანიჭებს სათლის ან კასრის წვიმის წვეთებით ავსება.

image


3. კატის კრუტუნი-კატის კრუტუნი თურმე ჩემის ჩათვლით ბევრ ადამიანს სიამოვნებს და საპატიო სამეულშიდაც მოხვდა.

image


2. ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა დილაობით-ყველაზე სასიამოვნო მაღვიძარა!თან თუ გვერდზე კატა გყავთ და კრუტუნებს, ნამდვილ სამოთხეში იგრძნობთ თავს.

image


1. ღვინის ჩამოსხმა ჭიქაში - აი, პირველმა ადგილმა გაოცება გამოიწვია ჩემში, ვიფიქრე ქართველის შედგენილი ხომ არაა მეთქი ეს რეიტინგი. ვფიქრობდი, რომ ღვინის ჩამოსხმა მხოლოდ წმინდა ქართული ნეტარებაა, მაგრამ თურმე სხვა ბევრი ერიც ჩვენებურად ფიქრობს....რომანტიული ატმოსფერო, თუ მეგობრებთან ერთად ქეიფი, ან სადმე პიკნიკზე გაშლილი სუფრა და პირველი ჩამოსხმული ჭიქის რაკრაკი ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანებს.


image

0
168
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0