x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ფოტოგრაფი კოლაჟების გამოყენებით, ჩვენი სამყაროს სასტიკ კონტრასტებს გვიჩვენებს

თურქი ფოტოგრაფი და ციფრული მხატვარი უღურ გალენკუშ თავის ნამუშევრებში გვიჩვენებს მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელსაც სამყარო აწყდება. ის აგროვებს ფოტოებს კოლაჟებად და დემონსტრირებას უკეთებს ჩვენი სამყაროს კონტრასტებს.
ჩვენი სამყარო წარმოუდგენლად კონტრასტულია: ერთ ადგილას ახლა საკვებით ყველა უზრუნველყოფილია და თბილია, მეორეში კი, ეპიდემია და შიმშილი მძვინვარებს, სადღაც უსაფრთხოების ზონებს ქმნიან ცხოველებისთვის, სადღაც შავი ბაზრებია, ამ ცხოველების სხეულის იშვიათი ნაწილების გასაყიდად...


კლიმატის კრიზისი — ჯანმრთელობის კრიზისიაimage


მესამე ათასწლეულის მიჯნაზე, მსოფლიოში დენგეს ცხელების მხოლოდ ნახევარი მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. 2021 წლისთვის შემთხვევების რაოდენობამ უკვე 5, 2 მილიონს მიაღწია. დენგე — საშიში ვირუსული ინფექციაა, რომელსაც კოღო ავრცელებს. ეს ინფექცია, ისევე როგორც მრავალი სხვა, მკვეთრად მგრძნობიარეა კლიმატის უეცარი ცვლილებებისადმი — ამინდის უეცარი ცვლილებები და სტიქიური უბედურებები, დაავადების გავრცელების კატალიზატორი.


სკოლის საკითხი
image


ქალაქის სკოლის მოსწავლეები და ბიჭი მეთევზეთა სოფლიდან, სკოლისკენ მიემართება სათხირის სანაპიროზე. ბიჭმა ზურგჩანთა, სურსათის პლასტიკური ჩანთიდან გააკეთა.


საზღვარზეimage


ევროპის საზღვარი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ საზღვრად ითვლება. მაგ., 2014 წ. ხმელთაშუა ზღვაში 28 000 ადამიანი დაიხრჩო, ან დაკარგულად ითვლება. ყველაფერს ართულებს ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებს არ სურთ მონაწილეობა მიიღონ ამ პრობლემის მოგვარებაში და მიგრაციის მარშრუტის უფრო უსაფრთხო გახადონ.


შიმშილი
image


კლიმატის კრიზისი გავლენას ახდენს არა მხოლოდ დაავადების გავრცელებაზე, არამედ, არამედ ადამიანის ძირითადი საბაზო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგ., ისეთის, როგორიც შიმშილი არის. მცირეოდენი სტატისტიკა: 2021 წ. საკვების საკვების ნაკლებობის და შიმშილის გამო, 193 მლნ. ადამიანი დაზარალდა, ხოლო 1 წლის შემდეგ, ეს რიცხვი უკვე 258 მლნ–მდე გაიზარდა... და ყოველწლიურად შიმშილის მსხვერპლთა რაოდენობა, გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება.



დედის და ბავშვის ჯანმრთელობა
image


თანამედროვე სამყაროში მეტად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამების არსებობა, დედათა და ბავშვთა მოვლის შესახებ. ეს შეიძლება იყოს კვების, პირადი ჰიგიენის, მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული საკითხები.


ბინადრობის არეალის შემცირებაimage


ღორის კუდიანი მაკაკები წარმოუდგენლად ენერგიულები და სოციალური პრიმატები არიან. მაიმუნების ეს სახეობა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში ბინადრობს. იმის გამო, რომ ტყეები იჭრება და მათი ცხოვრების ბუნებრივი არეალი ნადგურდება, მაკაკებმა სულ უფრო და უფრო ხშირად დაიწყეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე თავდასხმა. ამის გამო, მოსახლეობამ ისინი მავნებლებად გამოაცხადა და მათი დახოცვა დაიწყო.


სეზონური გვალვაimage


«აფრიკული რქა» (მასში სომალი, ეთიოპია, ერიტრეა და ჯიბუტი შედის) უკანასკნელი 4 ათეული წლის მანძილზე, პირველად შეეჯახა ასეთი ხანგრძლივი გვალვის პერიოდს. და არასანუგეშო პროგნოზის მიხედვით, ამ მხარეში უკვე მეექვსედ მოსალოდნელია საშუალოზე დაბალი წვიმების სეზონი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში შემავალი ქვეყნები, შიმშილის და ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე არიან.


ბავშვთა შრომა
image


ეს 13 წლის სობუჯია დაკადან (ბანგლადეში). ტექსტილის ქარხანაში მუშაობს, გაუსაძლისი სიცხის პირობებში. ხოლო, მისი ხელფასი თვეში 1.200 ტაკაა (დაახლოებით, 11 დოლარი).


ლტოლვილი ბავშვები
image


ათასობით ლტოლვილი ბიჭი და გოგონა ბავშვებისთვის სრულიად შეუფერებელ პირობებში ცხოვრობს. შეზღუდულია მათი ხელმისაწვდომობა ბავშვთა ისეთ ძირითად ნივთებზე, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა, მათ არ აქვთ გადაადგილების თავისუფლება და თითქმის მთლიანად არიან დამოკიდებულნი საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებაზე.


წყურვილიimage


ბიჭი ჭუჭყიან წყალს სვამს გუბეში, კაკამეგეში სუფთა წყლის არ არსებობის გამო, კენია, 2018 წ. 14 მარტი.


ნავთობით დაბინძურება
image


ზღვიდან გამოდის ბიჭი, რომელიც ნავთობის ცდილობს ცდილობს, რომელიც იტაპუამას სანაპიროზეა დაღვრილი, ბრაზილია, 2019 წ. 29 ოქტომბერი.


ლტოლვილებიimage


ასობით როჰინჯა ბანგლადეშის საზღვარს კვეთს. ისინი ბუჩიდონგიდან მიანმაში გარბიან, 2017 წ. 10 სექტემბერი.


ბავშვთა ხელშეუხებლობაimage


კვლევები აჩვენებს, რომ მსოფლიოში 10 მილიონამდე ბავშვი პროსტიტუციით არის დაკავებული. ეს პრაქტიკა ყველაზე გავრცელებულია სამხრეთ ამერიკასა და აზიაში. მაგრამ ეს პრობლემა აბსოლუტურად ყველგან არის, როგორც განუვითარებელ, ისე განვითარებულ ქვეყნებში. მილიონობით გოგო და ბიჭი ყოველდღიურად ხდება სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი.


ზღვის დაბინძურება
image


ლიმანის ზღვის ცხენი დაბინძურებულ წყლებში დაცურავს, სუმბას კუნძული, ინდონეზია


image

სხვა სიახლეები:


* პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა არამიწიერი ადამიანის მუმია აღმოაჩინეს

* საიდუმლო ოპერაცია: CIA ათწლეულების მანძილზე, უცხოპლანეტელების ჩამოვარდნილ ხომალდებს ეძებს

* პატარძლები პროფესიონალ ვიზაჟისტთან ვიზიტამდე და მის შემდეგ

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
279
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0