x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133592
  • ვიდეო:355448
  • სურათი:507980
"გუშინწინ ჭუტაანთ უბორნიაში იჯდა და ტიროდა... სასამართლომ კიდე მთელი პარტიული ქონება დამიყადაღაო" - გელა ზედელაშვილი

imageლეიბორისტთა ლიდერს TBS ბანკმა განვადებით 1600 ლარიანი ტელევიზორის გამოტანაზე, უარი მითხრა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი:


"მმმმმუუუუაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა!!!
*
გუშინწინ ჭუტაანთ უბორნიაში იჯდა და ტიროდა, თამაზაშვილ-ღარიბაშვილების ერთ-ერთმა “პადელნიკმა'', რომელსაც ყაჩაღი ვუწოდე, სასამართლოში მიჩივლა და სასამართლომ კიდე მთელი პარტიული ქონება დამიყადაღაო.
(როგორც ჩანს, საუბარია იმ პარტიულ ფანჩატურ-მანჩატურზე, თავის დროზე ასლან აბაშიძემ რო უყიდა!)
თან იხტიბარსაც არ იტეხდა - მალე დადგება დრო, აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და გავათავისუფლებთ დედა სამშობლოსო.
*
ვისი დამმარცხებელი ხარ, შალო, ვერ ხედავ, განვადებას მამუკი ხაზხარაძეც კი არ გაძლევს?
1600-ლარიანი ტელევიზორის გამოტანა მინდოდა და სესხი არ დამიმტკიცესო, ხალხო, ტელევიზორიო, გაიგონეთ?
თან იძახის, 2024-ში უმრავლესობით მოვდივარო, უბრალოდ დროის ამბავია, გადმობარების პროცესიღა დარჩაო.
*
თქვენ ის უნდა ნახოთ, აქუს კანტორაში რო დაჯდება და “სტოლზე'' ბანკის ანგარიშს შემოდებს ხოლმე - თითო ლარი ჩამირიცხეთ, დეიდებო, ბიძიებო-ვო.
აქუც აჰყვება ხოლმე - ნწუ, ნწუ, ნწუ, ხედავთ, რას გვიშვრება ბიძინა ივანიშვილიო? ესეც თავის საბანკო ანგარიშს გადმოდებს ხოლმე.
მათხოვრები!
მათხოვრობაც არ შეუძლიათ, ღირსეულად.
*
კერძო სესხი აიღე, შალო, როცა ხაზარაძე არ გაძლევს, მა რა უნდა ჰქნა, უტელევიზოროდ ხო არ იჯდები ასლან აბაშიძის ნაჩუქარ “აპარტამენტში''? მარტო დარჩი, დამლაპარაკებელიც აღარ დაგრჩა, გუგავაც აღარ მოდის... ეგეც არ იყოს, ხო უნდა იცოდე, ჭუტაანებში რას ლაპარაკობენ?
კერძო სესხი როგორ უნდა აიღო, კი იცი შენ, ეგ არ შეგეშლება... თუ პროცედურულად რამე აღარ გახსოვს, კახა ძაგანიას გადაურეკე, დაგაკვალიანებს.
*
ვააააახ, კაცოოოოო!
განვადებით ტელევიზორსაც არ აძლევენ და თან იძახის, ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამარცხო, 2024-ში უმრავლესობით მოვდივარო", -წერს ზედელაშვილი.
0
149
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0