მაშინ როცა ტურისტები და დასვენების მოყვარულებიმ რომლებიც ნამყოფი არიან ადრე ამ ადგილებში და ფიჯის კუნძულებისკენ, ჰავაისკენ ან ბორა-ბორასკენ მიემართებიან დასასვენებლად, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუკის კუნძუკებიდან სიდიდით მეხუთე კუნძულ აიტუტაკში, რომელიც ზღაპრულად ლამაზი ადგილია და ისე იზიდავს დასვენების და მოგზაურობის მოყვარულებს, როგორც ყვავილის ნექტარი ფუტკრებს.
კუნძული აიტუტაკი და მისი ირგვლივ მდებარე ადგილები ერთერთი ყველაზე ლამაზი ადგილია დედამიწაზე.
მოგზაურებს შეუძლიათ "ჩაყვინთონ" სილამაზის სამყაროში, წყლისქვეშ საცურაო ნიღბით იცურაონ უზარმაზარ, ცნობისმოყვარე კუების გვერდით საოცრად გამჭვირვალე წყლებში, ისეირნოენ კანოეთი, დააკვირდნენ ოკეანეში მცურავ ვეშაპებს, დაკავდნენ "პადლ-ბორდინგით" და საღამოს პეიზაჟით დატკბნენ სანაპიროზე ჰამაკში ჩაწოლილები.
აიტუტაკში მაყოფი ტურისტები და დამსვენებლები ამბობენ, რომ ეს კუნძული თუ არ აღემატება, არაფრით მათ შორის სილამაზით, ბუნებრივი პირობებით და მსუბუქი ინფრასტრუქტურით არ ჩამოუვარდება მალდივებს.
კუკის კუნძულების მოსახლეობა მთლიანად 15 000 ადამიანია, აღნიშნული კუნძულები მოკლებულია ისეთ საშუალებებს, როგორიცაა შუქნიშნები, გზაზე გადასასვლელები, აქ ვერ შეხვდებით "მაკდონალდსის" კვების ობიექტებს. არცერთი შენობა არ აღემატება ქოქოსის პალმის სიმაღლეს.
სამაგიეროდ მოგზაურებს ელოდება ბრწყინვალე პლაჟები, ულამაზესი გარემო, რომელიც ჯუნგლებსაც მოგაგონებთ, აქ გელოდებათ ულამაზესი ლაგუნები და მარჯნის რიფები, მრავალდეროვან ზღვის ფლორასთან და ფაუნასთან ერთად.
კერძო ლუნძულოვანი კურორტი "Aitutaki Lagoon"-სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რისი წყალობითაც კუკის კუნძულების ბიუჯეტი სულ უფრო და უფრო მატულობს. კუკის კუნძულები შედგება 15 კუნძულისაგან და ის ახალი ზელანდიის სახელმწიფოს ასოცირებული წევრია.
კუნძულების ეკონომიკურ პროექტებს განსაზღვრავს და ახორციელებს ახალი ზელანდიის ხელისუფლება.
გთავაზობთ კუნძულ აიტუტაკის და მის ირგვლივ მდებარე რელიეფის ულამაზესი სურათების კოლაჟს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მოგეწონებათ.
სასრიალო დაფაზე ფეხით დადგომა და ნიჩბის დახმარებით სრიალი "პადლ-ბორდინგის" სახელითაა ცნობილი.