x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავტომოყვარულების ჟურნალის ჟურნალისტის "ნანადირევი" შოკში ჩაგაგდებთ, იმდენ და ისეთ მანქანებს ნახავთ ფოტოკოლაჟში
image
ამერიკული ავტომოყვარულებზე გათვლილი ჟურნალის ჟურნალისტმა სრულიად შემთხვევით გაიცნო ავტოგასამართ სადგურზე უბრალოდ ჩაცმული მამაკაცი, რომელიც ჯიბიდან ამოვარდნილ გასაღებებს ეძებდა. იღბლის წყალობით გასაღებების მძებნელებიდან, სწორედ ჟურნალისტს ერგო წილად მოენახა გასაღები, რომელიც სწრაფი კვების ობიექტის საპირფარეშოს კარებთან დავარდნოდა მამაკაცს.


მამაკაცმა საფულე ამოიღო და საკმაოდ სოლიდური თანხა გაუწია ჟურნალისტს, მაგრამ მან ცივი უარი უთხრა მამაკაცს, რომელიც დარცხვენილი მიბრუნდა და ცნობილი საავტომობილო ბრენდის უიშვიათეს სპორტულ მანქანასთან მივიდა ჩასაჯდომად.


ჟურნალისტს ძალიან გაუკვირდა სადად ჩაცმული მამაკაცის საჭესთან დაჯდომა და მივიდა და ნებართვა სთხოვა მანქანისათვის სხვადასხვა რაკურსით გადაეღო სურათები, თან ისე მანქანის ნომრები არ გამოეჩინა კადრში. მამაკაცი ღიმილიანი სახით დასთანხმდა.

ასე მოხდა მათი გაცნობა, მაიკლმა უცნობ მამაკაცს უთხრა, რომ ის ავტომობილების თემაზე მომუშვე ჟურნალის ჟურნალისტი, რომ იყო.
მაშინ მაიკლს უცნობმა მამაკაცმა განუცხადა: "ჩაჯექით მანქანაში და ისეთ კოლექციას განახებთ, მგონი არ და ვერ დაიწუნებთ. სურათებიც გადაიღეთ რამდენიც გაგიხარდებათ, მაგრამ მოდით და ჯენტლმენური შეთანხმება დავდოთ, თქვენ არ ამხელთ ჩემს ვინაობას, არ ამხელთ ავტოფარეხების ლოკაციას, მანქანის ნომრებს ჩემი ხალხი მოხნის და პრობლემა ამ მხრივ არ გექნებათ"!


მაიკლი დათანხმდა და მამაკაცის გარეუბნის ვილაზე დაინახა იმდენი და ისეთი მანქანების კოლექცია, რომელთა ღირებულება რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს ბიუჯეტზე მაღალი იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში.

მაგიდასთან დამჯდარმა ინკოგნიტო მამაკაცმა მაიკლს უთხრა, რომ თითოეული მანქანა ლეგალურადაა ნაყიდი, ძველი მოდელის მანქანები კი აღდგენილი.
"მანქანები ჩემი ჰობია, ჩემი წარმომადგენლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ უიშვიათეს მანქანებს, ჩემთან შეთანხმების შემდეგ ყიდულობენ და ჩამოჰყავთ.



ასე დაგროვდა ჩემს ფარეხებში ათეულობით ბრენდული ავტომწარმოებლების მანქანა, მაგრამ მე არ მიყვარს ზეპური საზოგადოება და ვარჩევ აქ, ყველასგან მოშორებულმა ვმართო ჩემი კომპანიები და ჩემივე საკუთრებაში მდებარე სარბოლო ბილიკებზე გამოვცადო ისინი".

დამეთანხმებით აქ წარმოდგენილი მანქანების კოლექცია ნამდვილად არ იქნება მცირე თანხად დაზღვეული და მით უფრო ნაყიდი.


წყარო არ ასახელებს მანქანის მფლობელის ვინაობას, რადგან მაიკლსა და კოლეციონერს შორის ჯენტლმენური ანუ სიტყვიერი, კაცური შეთანხმება შესდგა ამ საკითხზე.

ესეც ფოტოკოლაჟი, რომელსაც ვიწყენ მანქანების გასაღებების მცირე ნაწილით.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




























































0
119
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
119