x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138447
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
"შეშლილი, შეშლილი, შეშლილი გოგოები ანუ რას იცვამენ გასართობ ადგილებში ახალგაზრდა ქალები
image
გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანიც კი მიხვდა, რომ დედიშობილას არ უნდა ევლო და ნანადირევი ცხოველის ტყავით შეიმოსა.


მერე და მერე, კი ცივილიზაციამ მეტი განვითარება და ტექნოლოგიური სიახლეები, რომ მოიტანა საზოგადოებამ სეზონის შესაფერისად დაიწყო ჩაცმა, ზამთარში თბილად და ზაფხულში ბევრად მსუბუქად.


ახლა კი ვერ გაარკვევ ვინ რომელი სეზონის მიხედვით იცვამს, გაგანია სიცხეში მუხლებს აცდენილი ჩექმები აცვიათ, ზამთარში კი ზე მოკლე შორტებით დადიან. ბევრი, რომ არ გავაგრძელო ეტყობა ყოველივე ზემოთაღნიშნული გლობალიზაციის კიდევ ერთი გამოძახილია.

ისე, ნურავინ გაიგებს თითქოს მე განსხვავებული ჩაცმის სტილთან "ხმალამოღებული მებრძოლი" ვიყო. არა, ყველას აქვს უფლება ჩაიცვას ის რაც მისი აზრით მას უხდება.


დახეულ-დაფხრეწილი ჯინსებით თინეიჯერები კი არა უკვე ნახევარ საუკუნეს გადაცდენილი ადამიანები დადიან სქესის განურჩევლად და ეს უკვე არავის უკვირს.



მართალია ევროპის, ამერიკის და აგერ ჩვენს სამეზობლოში, თუნდაც ჩვენს ტერიტორიაზე ოკუპირებულ აფხაზეთში კანონით აკრძალულია ქალაქში ტრუსით "ტანტალი" და ვფიქრობ ეს სწორი მიდგომაცაა. ზღვაზე იარე, როგორც გინდა, მაგრამ არაა მართლა სასიამოვნო დასანახი (მით უფრო თუ მოზარდი ან სულაც პატარა შვილი, ძმისშვილი ან დისშვილი გახლავს თან) ტიტველი ახალგაზრდა ქალი ან მამაკაცი დაინახო სუპერმარკეტში.

მდინარის პირას, ზღვის პირას ან ტბის ნაპირზე დასვენებისას ან პპიკნიკზე "მოსულა" შილიფად ჩაცმა.


ამ ფოტოკოლაჟში ნახავთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ისეთი მოკლე შორტები აცვიათ ვერ გაიგებ შორტია თუ ტრუსი. ერთი სიტყვით "შეიშალა" ეს ხალხი ან მე და ჩემისთანები ვართ მეტისმეტად "ბნელები" და ვერ ვხვდებით სიახლეების საჭიროებას.


დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია პატივცემულო მკითხველო.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


























0
687
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
687