x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გამოიყურება სინამდვილეში ინდოეთი - ისე სულაც არა, როგორც ფილმებში
ინდოეთი შეიძლება შედიოდეს სწრაფად განვითარებადი ქვეყნების სიაში, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტისა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი საშინელ მდგომარეობაშია. ინდოელების ნახევარზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს.


ერთ-ერთი უცხოური გამომცემლობის რედაქტორები გვიზიარებენ ფოტოებს, რომ ვნახოთ ინდოეთის რეალური ფოტოები. ისინი აღბეჭდავს იმას, რასაც ვერ ვნახავთ ფილმებში, მუსიკალურ ვიდეოებში ან ლამაზ ფოტოებში, რომლებსაც მათ შორის ინდოელები აზიარებენ Instagram-ზე. ასეთია მათი რეალური ცხოვრება ფილტრისა და ფოტოშოპის გარეშე.



image


ინდოეთი, ოფიციალურად ინდოეთის რესპუბლიკა — სახელმწიფო სამხრეთ აზიაში მდებარეობს. ინდოეთი მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, ფართობის სიდიდის მხრივ კი — მეშვიდე. ქვეყნის დედაქალაქია ნიუ-დელი.




მრავალეროვნულ და მრავალრელიგიურ ინდოეთს გააჩნია მრავალი სოციალური, რელიგიური და ეროვნული პრობლემა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. თუმცა მან შეძლო შეენარჩუნებინა თვალსაჩინო ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი მცირე პერიოდის (1975-1977) გამოკლებით, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ინდირა განდიმ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა შეზღუდული სამოქალაქო უფლებებით.



ინდოეთის ნაციონალური უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ ძირითად საშიშროებას წარმოადგენს ტერორიზმი, განსაკუთრებით ჩრდილო აღმოსავლეთში ჯამუ და ქაშმირის რეგიონში, ხოლო XXI ს. დასაწყისიდან ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა დელი და მუმბაი. ამის ნათელი მაგალითია ტერორისტული აქტი ნიუ დელში, რომელიც განხორციელდა 2001 წ., ასევე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქ მუმბაიში 2008 წ. შემოდგომაზე განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომელსაც 100 000 კაცის სიცოცხლე შეეწირა.



XX ს.-ის მეორე ნახევარში ინდოეთს ჰქონდა საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემები მეზობელ სახელმწიფოებთან. დავა ჩინეთთან ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, რომელიც 1962 წ. ჩინეთ-ინდოეთის ხანმოკლე სასაზღვრო ომში გადაიზარდა. ინდოეთმა პაკისტანთან გადაიხადა სამი ომი: 1947, 1965 და 1971 წლებში. უკანასკნელი კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის მიმდინარეობდა 1999 წ. ქაშმირის შტატში.



1974 წელს ინდოეთმა ჩაატარა მიწისქვეშა ბირთვული იარაღის გამოცდა. ამგვარად, ის გახდა ბირთვული კლუბის ახალი წევრი. 1998 წ. ინდოეთმა გამოსცადა ხუთი ახალი მიწისქვეშა ბირთვული იარაღი. 1991 წ. ინდოეთში დაწყებულმა რეფორმებმა ქვეყნის ეკონომიკური სისტემა გახადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი. 1996 წ. ქვეყნის სათავეში მოვიდა რეფორმების გამგრძელებელი ატალა ბიჰარი ვაჯპაის ხელისუფლება. 2004 წ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა პარტია ინდოეთის ნაციონალურმა კონგრესმა სონია განდის მეთაურობით. 2004 წელს 22 მაისს პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა მანმოჰან სინგჰმა. 2012 წ. ივლისში ინდოეთში მოხდა ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვა, რომლის შედეგად უშუქოდ დარჩა 600 000 მილიონი ადამიანი.



ორ საუკუნეზე მეტი ინდოეთი კოლონია იყო, „ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ გადალახა ეკონომიკური იზოლაცია და ჩამორჩენილობა და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა, ამის დასადასტურებლად საკმარისია ის ფაქტიც, რომ ინდოეთი ფლობს ბირთვულ იარაღს. (თუმცა, ბირთვული იარაღის არსებობა სულაც არ ადასტურებს ამ ფაქტს და დღევანდელი კრებულის ფოტოებით თავად დარწმუნდებით)



როგორ გამოიყურება სინამდვილეში ინდოეთი - ისე სულაც არა, როგორც ფილმებში



imageimageimageimageimageimageimageimageimageimage



0
443
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0