სხვა გოგონები სოციალური ქსელებიდან, რომლებსაც სოციალური ქსელის "მარგალიტებს" ნაღდად ვერ ვუწოდებ 2023, 2 დეკემბერი, 14:38 სოციალური ქსელის მომხმარებელ გოგონებს 2 კატეგორიად ვყოფ: 1. სოციალური ქსელის "მარგალიტი", რომელიც პოპულარობის მოსაპოვებლად ყველაფრისთვის მზადაა, ყველაფერზე წავა, ყველგან და ყოველგვარი ფორმით გადაიღებს სურათს, ოღონდ კი ხელმომწერების რაოდენობა მოიმატოს. 2. გოგონები, რომლებიც სურათებს დებენ საკუთარი სიამოვნებისათვის და დიდად არ ადარდებთ პოპულარობა ან ხელმომწერების რაოდენობა. ამ კატეგორიას ვაფასებ, რადგან სურათებს იღებენ ბუნებრივად, თან პიკანტურ სურათებს მათ გვერდზე პრაქტიკულად ვერ ნახავთ. ბიკინებით სურათების გადაღება სულაც არაა დასაძრახი, გააჩნია სად და როგორ ადგილას ან როგორ საზოგადოებაში იღებს ასეთ სურათს გოგონა. ამ მცირე სტატიაში წარმოგიდგენთ გოგონებს, რომლებსაც ძალიან ბუნებრივად გამოსდით ყოველდღიური ცხოვრების ასახვა სურათების სახით ან სურათებს იღბენ მუშაობის დროს. ასევე წარმოგიდგენთ გოგონებს, რომლების საკუთარი ინიციატივით გადაღებულ სურათებში გვთავაზობენ პოზიტივს. დიახ პოზიტივს და არა იმ ფამილარულ და არაფრისმომცემ სურათებს, რითაც აჭრელებულია სოციალური ქსელები. ამ სურათმა ქართული კინოს და თეატრის ლეგენდა, ბატონი კახი კავსაძე გამახსენა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა", სადაც ბატონი კახის კინოგმირი ხეს ეხუტება. ეს გოგონა კი უბრალოდ ტყეში სეირნობს, გრძელი თმებით, სადად ჩაცმული, თან ფეხშიშველი. ულამაზესი გოგონა კატარღით სეირნობს. ძალიან უხდება ძველი სახლის კიბეზე მდგარ გოგოს ეს კაბა. ბიკინებიანი გოგონა საღამოს მდინარის პირას. ულამაზესი გოგო მატროსის გრძელი მაისურით ზღვის სანაპიროზე. უბრალოდ ძალიან ლამაზი გოგონების კოლაჟი სხვადასხვა ფონზე და სხვადასხვა ჩაცმულობით, შილიფად ჩაცმული გოგოებიც კი არ გამოიყურებიან ფამილარულად. 675 4-ს მოსწონს |