ცნობილი ქალბატონების უმრავლესობა რელიეფური პრესით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეული იდეალური პარამეტრებისგანაც საკმაოდ შორს არის ეს მათ თვითშეფასებას არანაირად არ აქვეითებს, პირიქით, საცურაო კოსტიუმების შერჩევისას ეს ქალბატონები საკმაოდ თამამი მოდელის კოსტიუმებს ყოველგვარი უხერხულობის გარეშე იძენენ. სელებრითები არასპორტული სხეულისა და მოშვებული კანის მიუხედავად, აბეზარი პაპარაცების თანდასწრებით ლაჟვარდოვან სანაპიროებზე დროს შესანიშნავადაც ატარებენ და არც მზის აბაზანების მიღებაზე ამბობენ უარს. მოდით ვნახოთ ის ცნობილი 10 ვარსკვლავი, რომელსაც არასპორტული სხეული არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.