x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
90-იანელები - ამბავი მესამე
image


მედდები საწყობიდან რიგ რიგობით გამოდიან ანთებული კელაპტრებით, ამ დროს მთავარ ექიმს ტექნიკოსი ეუბნება რომ ბენზინის მარაგი ამოიწურა. Ლადომ რაცია ამოიღო და ვიღაცას გადასცა რომ სასწრაფოდ გააჩინონ ბენზინი სამშობიაროში. ახლა უკვე სანთლის შუქზე ძლივს მიიკვლევს გზას პალატისკენ სადაც მისი ცოლი წევს, მივიდა ცოლს გადახედა, როგორ ხარო უთხრა და ვიდრე პასუხს მიიღებდა თავისი ვაჟკაცი მოიკითხა, ბავშვს ეძინა, ცოლმა ძალიან სთხოვა ახლა არ შესულიყო იმ ოთახში სადაც ბავშვები ჰყავდათ, სწორედ ამ დროს ეზოში კვლავ აკაკანდნენ ავტომატები და სამშობიაროს ჭიშკარს ორი ნივა და ერთი ნისან პატროლი მიადგა, სწორედ ისინი ისროდნენ ჰაერში. 20 ლიტრიანი ბიდონებით ბენზინი გადმოიღეს მოსულებმა და სამშობიაროს ტექნიკოსებს გადასცეს, ცოტა ხანში ტრაქტორის მოტორის ხმამ გააყრუა გარემო და სამშობიაროში შუქი აინთო. Ლადომ როგორც იქნა ბავშვი ნახა, შემდეგ ნისან პატრულში მძღოლის გვერდით დაჯდა და ავტომატს მჭიდი გამოუცვალა. Მანქანების კოლონა ახლა უკვე შურფუწინსკის სიმღერის ფონზე გაუჩინარდა ბნელში



Ორსართულიანი სახლის ღობეზე, სამი ლანდი გადადის, სახლის კარებისკენ ფეხაკრეფით მიიპარებიან, მისაღები ოთახიდან დაიწყეს ძებნა, გადმოყარეს წიგნები, ამოქექეს ტანსაცმლის კარადა, ყველა უჯრა და თარო, რაც მოსწონდათ, ერთი მათგანი სპეციალურად წამოღებულ სპორტულ ჩანთაში ყრიდა. Ამ დროს საძინებლიდან ფეხის ხმა მოისმა,



  • Ფუ შენი სახლში ყოფილან, აკი სოფელში წავიდნენ,
თქვა ერთმა და ყველა კარებისკენ დაიძრა ნელი სვლით. Ამ დროს საძინებლიდან 30 წლამდე კაცი გამოვიდა ხელში ორლულიანი თოფით მაგრამ ლადომ დაასწრო და ის ხელში, მაკაროვის ერთი გასროლით დაჭრა.უკან დასახევი გზა აღარ იყო, მასპინძელი სკამზე მიაბეს, დაჭრილი ხელიდან ახალგაზრდას სისხლი შეუჩერებლად გასდიოდა.


  • Მანქანის ფული რა უყავი შე ახვარო,

უთხრა ლადომ და სახეში გაშლილი ხელი შემოარტყა. Ახალგაზრდამ მას სახეში შეაფურთხა, საძინებელში მოძებნეთ, ვერსად წაიღებდა მაგდენ დოლარს, უბრძანა ლადომ მასთან მყოფებს და ახლა წიხლი ჩააზილა სკამზე დაბმულს. Ახალგაზრდა სკამიანად გადავარდა, საძინებლიდან კი ერთ ერთმა ბანდიტმა მასპინძლელის ახალგაზრდა ცოლი გამოიყვანა.ნახე რა ჩიტი ჰყოლია სახლში, ბოროტად ჩაიცინა ლადომ, ახლოს მივიდა ქალს ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და ტავი მაღლა ააწევიინა,



  • Ხელი გაუშვით, დაიძახა სკამზე დაბმულმა ახალგაზრდამ და სკამიანად სცადა წამოდგომა,
Ამ დროს კიდევ ერთხელ გავარდა ლადოს მაკაროვი და ბიჭი ახლა ფეხში დაიჭრა. Თვალცრემლიანმა ქალმა კივილი დაიწყო, ადამიანის კანში ჩაცმული მხეცებიდან ერთ ერთმა პირზე ხელი ააფარა.


  • Აბა გვეტყვი სად გაქვს ფული, თუ უყურებ როგორ ეფერებიან შენს ქალს სხვა კაცები, კბილებში გამოსცრა ლადომ
Ტკვილისგან და სიბრაზისგან ღმუოდა ახალგაზრდა მასპინძელი, მაგრამ მაინც მოახერხა ეთქვა რომ ფული მაცივრის საყინულეში იყო. Სამზარეულოში ორნი შევიდნენ, მესამეს მასპინძლის ქერათმიანი ცოლი ჰყავდა გაკავებული, რომელსაც მხოლოდ გრძელი გამჭვირვალე პენუარი ეცვა საიდანაც მისი ტანის და თეძოების სილუეტი აშკარად ირეკლებოდა. Ლადო მივიდა ქალთან და ხელი მკერდზე ისე მოუჭირა ქალმა ტკივილისგან იბღავლა და ლადოსგან სახეში სილა მიიღო, ბანდიტმა მას ხელი უშვა და ქალი დივანზე პირქვე დავარდა. Ლადო გონწასულ ქალს ნელ ნელა მიუახლოვდა, მის ყოველ ნაბიჯზე ახალგაზრდა მასპინძელის ღრიალი მატულობდა მაგას თავი გაანებე და მე რაც გინდა მიქენიო. Ლადომ ქალს ღამის პერანგი აუწია და ზედ დაემხო, 5 წუთიან სინქრონულ მოძრაობას, ქალის სიმწრის კვნესა და სკამზე დაბმული, დაჭრილი მამაკაცის ბღავილი გასდევდა. Ლადომ და მისმა მეგობრებმა ახალგაზრდა სკამზე დაბმული ხოლო ქალი დივანზე უგონოდ მყოფი დატოვეს და წამოვიდნენ. Სახლიდან წამორებული 1200 დოლარი გზაშივე გაიყვეს და დაიშალნენ.


Დილის მზე ანათებდა კავკასიონს, სამშობიაროს კართან ლადოს ცოლი, სამიოდე დღის ბავშვთან ერთად ელოდებოდა. Ისევ მოგრიალდა ნისან პატროლი ორ ნივასთან ერთად, წაიყვანა ლადომ ოჯახი ეკლესიაში სადაც მის პატარას დოლარებზე ნაყიდი ოქროს ჯვარი და ძეწკვი ელოდებოდა იმ მამაოსთან ერთად, რომელსაც ლადომ შვილის ნათლობის საფასური ასევე დოლარით გადაუხადა, ხოლო ქალაქის მეორე ბოლოში, ახალგაზრდა ქალი თავის შერცხვენილ ნამუსს და სისხლისგან დაცლილ ახალგაზრდა ქმარს ერთნაირად დასტიროდა, ქალაქის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე..

1
217
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
217
  
2023, 31 დეკემბერი, 23:01
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1