x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
როგორ გამოვავლინოთ ცუდი პარიკმახერი?
როდესაც სალონში მივდივართ, წარმოვიდგენთ, როგორ გადაგვაქცევს გამოცდილი პარიკმახერი მოკლე დროში მდიდრული ვარცხნილობებით დედოფლად ან უბრალოდ იქიდან თვალსმომჭრელი ვარცხნილობით გამოვალთ. სინამდვილეში, შედეგი ყოველთვის არ არის ისეთი, როგორც ეს წარმოგვედგინა. რა მიზეზების გამო შეიძლება არ დაგვაკმაყოფილოს ვიზიტმა და როგორ გამომავლინოთ ცუდი პარიკმახერი?



image



ამ კითხვაზე პასუხის მიღება რთული არ არის: ყველაზე ხშირად პრობლემა ხდება ცუდად შერჩეული ოსტატი. ცუდი ვარცხნილობისგან თავის დასაცავად, მოდით შევხედოთ პარიკმახერის რა ქმედებებით შეიძლება დადგინდეს მისი პროფესიონალიზმის ნაკლებობა.




როგორ გამოვავლინოთ ცუდი პარიკმახერი?



1. პარიკმახერი არ/ვერ ასრულებს კლიენტის მოთხოვნას. image


პირობითად, კლიენტს სურს, რომ თმა რამდენიმე ტონით გაუფერულდეს და ბოლოები ორიოდე სანტიმეტრით დაუმოკლდეს. ხშირად ხდება, რომ ბოლოს კლიენტი მიდის დაუკმაყოფილებელი, რადგან თმა ორიოდე სანტიმეტრზე ბევრად მეტი მოაიჭრე, ბოლოები კი არ არის ისე გაუფერულებული, როგორც სურდა. ოსტატი ვერ ან არ უსმენს კლიენტის სურვილებს. თქვენი, როგორც კლიენტის სურვილების გაუთვალისწინებლობა პარიკმახერის არაპროფესიონალიზმის ერთ-ერთი პუნქტია.




2. ოსტატი საქმეს ნაჩქარევად აკეთებს. image

არის სიტუაციები, როცა კლიენტი მიდის ოსტატთან და ის ბრაზობს და თავის საქმეს აჩქარებით აკეთებს. ამ დროს კლიენტი იწყებს უხერხულობას და უარყოფით ემოციებს იღებს. შედეგად, ამ სალონში ხელახლა მოსვლის ნებისმიერი სურვილი იკარგება.




3. მიმართავს ეშმაკობას. image

ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი "ოსტატი" ზოგავს თავის სასარგებლოდ კლიენტის ჯანმრთელობისა და ფინანსების ხარჯზე თანხას. მათ შეუძლიათ გამოიყენონ იაფიანი პროდუქტები, მაგრამ მოგასყიდოთ ისინი ძვირად. მაგალითად, პროფესიონალური ბრენდის მილებში ასხამენ იაფფასიან შამპუნებს, კონდიციონერებს და ა.შ. ან თმის საღებავს წყლით აზავებენ. ასეთმა ქმედებებმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს თმას.




4. პარიკმახერი არ არის კეთილგანწყობილი. image

ეს პუნქტი ვლინდება იმ მომენტში, როდესაც კლიენტი ჯდება სავარძელში, ხოლო ოსტატი მძიმე მზერით ეკიდება საქმეს, თანაც არ ავლენს კომუნიკაბელურობას. რა თქმა უნდა, ყველა კლიენტს არ მოსწონს ეს ცარიელი და არაფრის მომტანი საუბრები, მაგრამ როცა პარიკმახერი სიტყვას არ ამბობს, ეს კიდევ უარესია. თუ ოსტატი პროფესიონალია, მაშინ მან უნდა შეძლოს მიდგომის პოვნა თითოეულ კლიენტთან და ამისთვის აუცილებელია კომუნიკაცია.




5. ოსტატის უტაქტობა. image

ეს შეიძლება გამოვლინდეს მაშინ, როდესაც, მაგალითად, ოსტატები ერთმანეთთან განიხილავენ, თუ რა საშინელ საქმეს აკეთებენ, რამდენად აღიზიანებენ მათი კლიენტები და ა.შ.


0
91
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0