კინო მსახიობები, რომელთა გადასაღებ მოედანზე დაწყებული რომანი კადრს მიღმაც გაგრძელდა 2023, 30 ნოემბერი, 18:42 სამსახურეობრივი რომანი - მსახიობებს შორის საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, ჰოლივუდში არაერთი ვარსკვლავური წყვილია, რომელთა ურთიერთობაც გადასაღებ მოედანზე დაიწყო და არც მეტი, არც ნაკლები ოჯახის შექმნით დასრულდა. ამბობენ, რომ მსახიობები როლს იმდენად ითავისებენ, რომ ზოგჯერ კინოს, რეალური ცხოვრებისგან ვეღარც კი არჩევენ. მათი ვნებები ხშირად სცენარის საზღვრებს სცდება და რეალურ დროსა და სივრცეში ინაცვლებს. გაგაცნობთ 7 ცნობილ ვარკვლავურ წყვილს, რომელთა ურთიერთობაც პირდაპირ გადასაღებ მოედანზე დაიწყო.სტივენ მოიერი და ანა პეკუინიამერიკული ტელესერიალი "ნამდვილი სისხლის" ვარსკვლავებისთვის აღნიშნული პროექტი მართლაც რომ გარდამტეხი აღმოჩნდა. ორივე მათგანი ერთმანეთის მიმართ დაუცხრომელ ლტოლვასა და ვნებას ეროტიკულ სცენებში ისე შთამბეჭდავად ასახიერებდა, რომ მათი რომანი მხოლოდ დროის საკითხი იყო, წყვილი 2010 წელს დაქორწინდა, 2012 -ში კი სტივენ მოიერი და ანა პეკუინი ტყუპების მშობლები გახდნენ.რაიან ფილიპი და რიზ უიზერსპუნისწორედ "სახიფათო თამაშები" აღმოჩნდა ის ფილმი, რომელმაც ცნობილი მსახიობების ცხოვრება ერთმანეთს დიდი ხნით დაუკავშირა. რიზ უიზერსპუნი უკვე ფეხმძიმედ იყო როდესაც წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონა, მოგვიანებთ კი მათ მეორე შვილიც შეეძინათ. რაიან ფილიპისა და რიზ უიზერსპუნის ურთიერთობა ჰოლივუდში დიდი ხნის განმავლობაში მართლაც რომ იდეალურად ითვლებოდა, თუმცა 2006 წელს სრულიად მოულოდნელად წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდა.ჯონი დეპი და ემბერ ჰერდიჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის რომანტიკული ურთიერთობები ფილმ "რომის დღიურის" გადაღების დროს დაიწყო. მსახიობები თავიანთ ურთიერთობას გარეშე თვალისგან საგულდაგულოდ მალავდნენ, წყვილის თაყვანისმცემლებმა ამის შესახებ მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაიგეს, როცა მათ წითელ ხალიჩაზე ერთად ყოფნის შესახებ საჯაროდ განაცხადეს.რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსირაიან გოსლინგისთვის და რეიჩელ მაკადამსისთვის რომანტიკული ფილმი - "უბის წიგნაკი" სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, გადაღებების დროს პარტნიორებს ერთმანეთი დასანახავად სძულდათ, ხშირად ჩხუბობდნენ და გოსლინგი რეიჩელის შეცვლასაც კი ითხოვდა, თუმცა როგორც ამბობენ სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია და ეს ამ ვარსკვლავურმა წყვილმაც საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა. ფილმის გადაღების დასრულებისთანავე შეყვარებულებმა შეხვედრა დაიწყეს, წყვილის სიყვარულმა რეალურ ცხოვრებაში 3 წელს გასტანა, ხოლო აი, რაც შეეხება ულამაზეს ეკრანულ სიყვარულს, ის დღემდე გრძელდება.ჰეიდენ კრისტენსენი და რეიჩელ ბილსონივარსკვლავურ წყვილს შორის სასიყვარულო ურთიერთობები ფილმ "ტელეპორტის" გადასაღებ მოედანზე დაიწყო და მის საზღვრებს მალევე გასცდა, წყვილს 2014 წელს გოგონა შეეძინა.ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლიჰოლივუდის ამ ცნობილი წყვილისთვის ფილმი "მისტერ და მისის სმიტები" მართლაც რომ საბედისწერო აღმოჩნდა. იმ პერიოდისთვის ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული და ოჯახი მან სწორედ ანჯელინას გამო დაანგრია. მართალია, ჯენიფერი ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ქმართან ურთიერთობა მას დიდი ხნით ადრე გაუფუჭდა, და ჯოლის მისთვის ქმარი არ წაურთმევია, თუმცა როგორც ბრედმა აღიარა, ანჯელინა მას გადასაღებ მოედანზე შეუყვარდა, რამაც ცოლის მიტოვება აიძულა. ჯოლის და პიტს სამი აყვანილი ბავშვი - მედოქსი, პექსი და ზაჰარა, და სამი ბიოლოგიური შვილი - შილო, კნოქსი და ვივიენი ჰყავთ. ყველასთვის საყვარელი წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა.კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლიHBO-ს სერიალის "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავებისთვის - კიტ ჰარინგტონისთვისა (ჯონ სნოუ) და როუზ ლესლისთვის (იგრიტი) გადასაღებ მოედანზე დაწყებული რომანი რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა. "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავები ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ, ჯვარი კი შოტლანდიაში დაიწერეს. საქორწინო ცერემონიას წყვილის მეგობრები, ოჯახის წევრები და "GOT"-ის ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ.396 შეფასება არ არის |