x
მეტი
  • 03.03.2024
  • სტატია:133633
  • ვიდეო:354905
  • სურათი:507991
„ჯერ გავწითლდი, დავფიქრდი... ნახევარ საათში 5-ჯერ მომიხდა გამომეყენებინა გურული ხერხი" - ზურა შევარდნაძე
image

.

გარდენიას დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სახალისო პოსტს აქვეყნებს:

.

"მხოლოდ გურიაში გიპასუხებენ შეკითხვაზე შეკითხვით.

რაფერ ხარ?

რაფერ ვიქნები?!

რაშობი?

რას ვიზამ?!

სა მიხვალ?

სა წავალ?!

მხოლოდ გურული გიპასუხებს ასე.

ასე ორი წლის წინ ტელევიზიაში დამპატიჟეს საბავშვო გადაცემაში. პატარები ეკითხებოდნენ უფროსებს, უფროსები პასუხობდნენ. საგრიმიოროში, რომ მამზადებდნენ პროდიუსერმა გოგონამ მირჩია, ზურაბ, თუ რაიმეს უხერხულს ან ისეთს გკითხავს ბავშვი რაზეც პასუხი არ გექნებათ, კითხვა შეუბრუნეთ და ჰკითხეთ შენ როგორ ფიქრობ? ასე აირიდებთ უხერხულობას.

ვიფიქრე გააფრინა ამ ქალმა, 5 წლის ბავშმა ნეტა რა უნდა მკიხოს ისეთი რომ პასუხი ვერ ვიპოვნო მეთქი.

შევედი სტუდიაში, ძალიან საყვარელმა, ჩაბუთქუნებულმა ბიჭმა დამისვა პირველი შეკითხვა, ჯერ გავწითლდი, დავფიქრდი და რომ მივხვდი პასუხს ძალიან ვაგვიანებ ვკითხე, შენ როგორ ფიქრობ?

ხუთჯერ მაინც მომიხდა ნახევარ საათში გამომეყენებია გურული ხერხი".


- წერს ზურა შევარდნაძე.

0
394
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0