თავის მოვლა ყველაზე საშინელება, რასაც საკუთარ ფრჩხილებს უკეთებთ 8 იანვარი, 9:48 თითქმის ყველა ჩვენგანი უშვებს შეცდომებს სახლში ფრჩხილების მოვლისას. შედეგად, ვიღებთ სუსტ და მტვრევად ფრჩხილებს, რომელთა მანიკური შემდეგში, საერთოდ არ გამოიყურება პრეზენტაბელურად. შევკრიბე ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელიც აზიანებს თქვენს ფრჩხილებს და ალბათ აჯობებს, რომ შეწყვიტოთ ამის გაკეთება.
ყველაზე საშინელება, რასაც საკუთარ ფრჩხილებს უკეთებთ1. როდესაც იყენებთ მეტალის ქლიბს. დიახ, ისინი გამძლეა და გაცილებით მეტხანს ძლებენ, ვიდრე რბილი ქლიბები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დანაზოგით აღფრთოვანება ღირდეს. მეტალის ქლიბის გამოყენების შემდეგ ვიღებთ გაყოფილ ფრჩხილებს. 2. როდესაც ჭურჭელს ხელთათმანების გარეშე რეცხავთ. არაფერია უარესი თქვენი ფრჩხილებისთვის და კანისთვის, ვიდრე სარეცხი საშუალებების ზემოქმედება. ჭურჭლის სარეცხი სითხის (ჟელეს) ქიმიური შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია ტაფაში გაჟღენთილი ცხიმის დაშლა, იგივეს აკეთებს თქვენს ფრჩხილებზე - ანადგურებს მათ. სიმშრალე, მტვრევადობა და აქერცვლა აგრესიული სარეცხი საშუალებების ზემოქმედების შედეგია. ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენი ფრჩხილები იყოს ჯანმრთელი და ხელებზე კანი გლუვი, ყოველთვის გარეცხეთ ჭურჭელი რეზინის ხელთათმანებით. 3. როდესაც ფრჩხილებს მაკრატლით იჭრით. თუ ფრჩხილები გეფცქვნებათ, ეს სწორედ მაკრატლის გამოყენების შედეგია. იდელუარდ და სწორად ფრჩხილს მაკრატლით ერ მოიჭრით. უფრო ხელსაყრელი გზაა ფრჩხილის მოსაჭრელად საკვნეტელას გამოყენებაა. 4. როდესაც ფრჩხილებს იკვნეტთ. თუ ფრჩხილებს იკვნეტთ, სასწაფოდ შეწყვიტეთ. საგულდაგულოდ დაიჭერით ფრჩხილები და მოახდინეთ მოკვნეტილი კუტიკულის ადგილების დეზინფექცია, რათა შემდგომში სერიოზული პრობლემები აიცილოთ თავიდან. (ამან შეიძლება გამოიწვიოს ანთება და დაჩირქებაც კი). 5. როდესაც ფრჩხილებს არასწორად იქლიბავთ. იცოდით ფრჩხილის გაქლიბვის სწორი მიმართულება რომელია? მხოლოდ ერთი მიმართულებით, ხოლო კუთხეების გასასწორებლად ზევიდან ქვევით. 6. როდესაც გელ-ლაქს ლითონის ჩხირით იცლით. თუ გელი-ლაქს თავად მოაშორებთ ფრჩხილიდან, მაშინ ფრჩხილის ფირფიტას დააზიანებთ. 150 4-ს მოსწონს
|