x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ორიონის თანავარსკვლავედი – იდუმალი კავშირები ძველ ცივილიზაციებთან

უძველესი ძეგლები, რომლებიც მთელს მსოფლიოში მდებარეობს, ორიონის თანავარსკვლავედის იდუმალ კვალს ატარებენ. რატომ იყო ვარსკვლავების კონკრეტული ეს განლაგება, უძველესი ადამიანისთვის ასე მნიშვნელოვანი? რატომ შექმნეს ძეგლები, რომლებიც ღამის ცის ამ მონაკვეთს ასე ძალიან ჰგავს?

ორიონის თანავარსკვლავედი – ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ცნობილი თანავარსკვლავედია ღამის ცაზე. მისი პოვნა, სპეციალური ასტრონომიული უნარების გარეშეც, ძალიან ადვილია. მაგრამ, მხოლოდ ეს არ იქნებოდა მიზეზი...


image


სახელს – «ორიონი», ბერძენი ნახევარღმერთი–მონადირის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ზევსმა, სიკვდილის შემდეგ, ვარსკვლავებს შორის მოათავსა. თანავარსკვლავედის სამი ძირითადი ობიექტი – ალნილამი, ალნიტაკი და მინტაკა – მის ცნობილ სარტყელს ქმნის.

ეგვიპტურ მითოლოგიაში ნათქვამია, რომ ღმერთები დედამიწაზე ვარსკვლავებიდან მოვიდნენ, მათ შორის ორიონიდან და სირიუსიდან. მათ სჯეროდათ, რომ სწორედ ამ უცხოპლანეტელებმა შექმნეს ჩვენი ცივილიზაცია.


image


სწორედ ასევე, ორიონის და სირიუსის თანავარსკვლავედები, ღამის ცაზე, მნიშვნელოვანი ობიექტები იყო, ბერძნებისთვისაც. ასევე, ბაბილონელებისთვის და სხვა უძველესი ცივილიზაციებისთვის – მითოლოგიის განსხვავებების მიუხედავად, ყველა ეს ცივილიზაცია, ცის ვარსკვლავებს შორის, განსაკუთრებით, სწორედ ორიონის სარტყელს გამოყოფს.

ჩვენ შეგვეძლო უბრალო დამთხვევად ჩაგვეთვალა, ძველი ცივილიზაციების დამოკიდებულება ამ თანავარსკვლავედისადმი, მაგრამ ეგვიპტის ერთ–ერთ პირამიდაში აღმოჩენილია პაპირუსი, რომლის ტექსტში პირდაპირ წერია, რომ V დინასტიის ძველი ეგვიპტის ფარაონი უნისი, რომელიც ქვეყანას ძვ. წ. აღრ. 2375 – 2345 წწ. მართავდა, არ მომკვდარა და ის ორიონის თანავარსკვლავედის ერთ–ერთ ვარსკვლავზე გაფრინდა.


image


ორიონის თანავარსკვლავედს, ბაბილონელებიც ისე აღწერდნენ, როგორც ერთგვარ უმაღლესი არსებას და მას «ერთგულ ზეციურ მწყემსად» მოიხსენიებდნენ...

როგორც ცნობილია, მათი ვარსკვლავების კატალოგები, ციური სხეულების მოძრაობის ზუსტ აღწერას შეიცავდა, რაც შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ ბაბილონის უძველესმა ცივილიზაციამ, ცოდნა ვარსკვლავური მოგზაურებისგან მიიღო.

საბოლოო ჯამში, ორიონის თანავარსკვლავედის საიდუმლო, დღემდე ამოუხსნელი რჩება. ჩვენ მხოლოდ იმის ვარაუდი შეგვიძლია, თუ რა აკავშირებდა ძველ ცივილიზაციებს ამ თანავარსკვლავედთან და რა დატვირთვას ატარებდა მასზე მიმსგავსებული სიმბოლოები. თუმცა, მსოფლიოს უძველეს ძეგლებზე, მისი არსებობა, იმაზე მეტყველებს, რომ ორიონი მათთვის რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.


P. S. იმაზე, რომ უცხოპლანეტელებს მართლაც ჰქონდათ კავშირი უძველეს ცივილიზაციებთან, ამაზე ჩინური ტრაქტატებიც მიუთითებს: ფერდინანდ ვერბიესტი (1623–1688 წწ.) – ფლამანდიელი იეზუიტი მისიონერი იყო, რომელსაც ჩინელმა იმპერატორმა აისინგიორო სიუანემ სასახლის ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება მისცა და რომელშიც მან, ჩვენი სამყაროს წარმოუდგენელი ისტორიები შეიტყო... და როგორც თავად განაცხადა – ცოდნის თვალსაზრისით, სრულყოფილებას მიაღწია.

თავი წერილებში ის წერდა, რომ ჩინურ ტრაქტატებში, ევროპული მიღწევები, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში აღწერილი იყო, როგორც, უბრალოდ, სასაცილო – "ჩვენს ტექნოლოგიებთან შედარებით, ეს რაღაც მარტივი და პრიმიტიულია" – წერდნენ ჩინელები... და ეს რომ ასე იყო, იმ ეპოქაში არსებული, უმაღლესი დონის და ხარისხის ჩინური სახელოსნოებიც მიუთითებდა, რომელშიც ნებისმიერი ექსპერიმენტი ჩატარება შეიძლებოდა. ასეთი რამ მისიონერს, საკუთარ სამშობლოში, არასდროს ენახა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქვეწარმავლების და მწერების თვალწარმტაცი ფოტოები – ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ

* საჭირო მომენტში გადაღებული სურათები, განწყობის ასამაღლებლად (35 ფოტო)

* როდესაც კარგი ფოტოს გამო, ყველაფერზე არიან წამსვლელები – ქორწილის სურათები

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
380
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0