x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
10 დაავადება, რომელსაც შინაური ცხოველები იწვევენ - გაითვალისწინეთ!
შინაური ცხოველები ადამიანის ნამდვილი მეგობრები არიან. თუმცა, მათ, ვინც გადაწყვეტს შინაური ცხოველის ყოლას, უნდა იფიქრონ არა მხოლოდ იმ სიყვარულზე და ყურადღებაზე, რომელიც მათ უნდათ რომ მისცენ, არამედ იმ დაავადებებზეც, რომლებითაც შეიძლება დაინფიცირდნენ მათი საყვარელი კატისგან ან ძაღლისგან. თუმცა, ყველა ამ დაავადების თავიდან აცილება ან განკურნება შესაძლებელია თქვენი შინაური ცხოველის მოვლისა და ვეტერინართან რეგულაური ვიზიტით.



image



10 დაავადება, რომელსაც შინაური ცხოველები იწვევენ - გაითვალისწინეთ!




1. რინგჭია


ორგანიზმში რინგჭია არის კანის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია სოკოთი.



„რინგჭია“ მცდარი ტერმინია – ინფექციას ჭიებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი სახელწოდება მომდინარეობს პატარა რგოლის ფორმის გამონაყარიდან ან წრეზე, რომელიც სხეულზე ჩნდება ინფექციის გამო.




2. მრგვალი ჭიები

მრგვალი ჭიებისათვის დამახასიათებელია მრგვალი სხეული, რომელიც ორივე ბოლოსაკენ წვრილდება. ბევრი მათგანი ბინადრობს ნიადაგსა და წყალში, ზოგი კი ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების პარაზიტია. ადამიანის პარაზიტებია: ასკარიდა, მახვილა, ტრიქინელა და სხვა. მრგვალი ჭიების ტიპში გაერთიანებულია რამოდენიმე კლასი. მათგან სამედიცინო ჰელმინთოლოგიის სფეროს წარმოადგენს ნემატოდების კლასი.




3. კატის ნაკაწრის ცხელება


კატის ნაკაწრის დაავადება, კატის ნაკაწრის ცხელება – ასე ეწოდება ინფექციურ დაავადებას, რომელიც პირველად ფრანგმა მეცნიერმა რობერტ დებრემ აღწერა 1950 წელს. მას იწვევს ბაქტერია Bartonella Henselae, რომლის მატარებელია თითქმის ყოველი მეორე კატა. ეს ცხოველი ინფექციას რწყილებისგან იღებს და ნაკაწრით ან ნაკბენით გადასდებს ადამიანს. განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ 12 თვეზე ნაკლები ასაკის კნუტებს, რადგან ისინი უფრო ხშირად თამაშობენ და იკაწრებიან, ხოლო ორგანიზმში 15-ჯერ მეტი ბაქტერია ჰყავთ, ვიდრე ზრდასრულ კატებს. ინფექციას ცხოველებთან არაფერი ამჟღავნებს, ადამიანის ორგანიზმში შეჭრისას კი ის სიმპტომთა მთელი წყებით იჩენს თავს. საბედნიეროდ, დაავადება ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება.




4. ცოფი


ცოფი ან ჰიდროფობია — ტეტანუსის მსგავსად მწვავე ქირურგიული სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა, გამოცდილი ქირურგ-რაბიოლოგის ზედამხედველობით.




5. ტოქსოპლაზმოზიimageტოქსოპლაზმოზი ერთუჯრედიანი პარაზიტის ტოქსოპლაზმა გონდიის მიერ გამოწვეული პარაზიტული ინფექციაა. იგი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პარაზიტულ ინფექციაა. ინვაზია, ჩვეულებრივ, პარაზიტით დაბინძურებული, თერმულად დაუმუშავებელი საკვების მიღების გზით ხდება. საკვები პროდუქტების დაბინძურება ხდება ინფიცირებული კატის ფეკალიებით. ასევე მნიშვნელოვანია დედიდან ნაყოფზე გადაცემაც.




6. ლეპტოსპიროზი


ლეპტოსპიროზის გამომწვევი ბაქტერია მიეკუთვნება Leptospira interrogans - ის გვარს და სპიროქეტების ოჯახს. ადამიანი ინფიცირდება ცხოველების შარდით დაბინძურებულ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად, . Leptospira ადამიანის ორგანიზმში ლორწოვანი გარსის, დაზიანებული კანის, აგრეთვე დაბინძურებული საკვები პროდუქტების საშუალებით იჭრება (ალიმენტური), ასევე კონტაქტური გზით (დაავადებული ცხოველის სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტით). დაავადების ეპიდაფეთქება უმეტესად დაკავშირებულია ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებში ბანაობასთან.




7. სალმონელოზი


სალმონელით თითქმის ყველა საკვები პროდუქტი შეიძლება იყოს დაბინძურებული, მაგრამ ეპიდაფეთქებები ძირითადად გამოიწვევა თერმულად არასაკმარისად დამუშავებული შინაური ფრინველის ხორცით, რძის ნაწარმით, როგორიცაა აუდუღარი რძე და თოხლოდ მოხარშული კვერცხი. ასევე მისი გადამტანია შინაური ფრინველები, კუ და სხვა.




8. ფსიტაკოზი იგივე ორნითოზი, მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანზე გადადის თუთიყუშიდან.




9. ტუბერკულოზი


ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს რამდენიმე სახეობის მიკობაქტერია (ძირითადად Mycobacterium tuberculosis). ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს. მეოცე საუკუნემდე იგი პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადება იყო. ძირითადი გამდამტანია ძაღლი და კატა.




10. ლიმფოციტური ქორიომენინგიტიimage

ლიმფოციტური ქორიომენინგიტის გამომწვევი არენავირუსი გავრცელებულია მღრღნელებში, განსაკუთრებით სახლის ნაცრისფერ თაგვებსა და ზაზუნებში. ეს ცხოველები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინფიცირებულნი არიან და გამოყოფენ ვირუსს შარდით, განავლით, სპერმითა და ცხვირიდან გამონადენით. დაავადებას ადამიანებში ყველაზე ხშირად მათ მიერ დაბინძურებული მტვერი ან საკვები იწვევს. ინფექცია ხშირად ვითარდება შემოდგომასა და ზამთარში, როცა ველური მღრღნელები შენობებში გადაინაცვლებენ.



0
156
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0