x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
მედლის მეორე მხარე: გასული საუკუნის გერმანელების ცხოვრების უცნობი მხარეები გიუნტერ ცინტის ფოტოობიექტივში
image


გასული საუკუნის ცნობილმა გერმანელმა ფოტოგრაფმა - გიუნტერ ცინტმა აღიარება 60-იანი წლების ჰამბურგის საზოგადოების ატმოსფერული ფოტოების გადაღებით მოიპოვა. მეძავები, პოლიციელები, ჰიპები და დემონსტრანტები, ვის აღარ შეხვდებით მის ნამუშევრებზე, გიუნტერი თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელს ერთნაირი ინტერესითა და სიხშირით იღებდა. ხელოვანი ფიქრობდა, რომ შინაარსი ფორმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც მის თითოეულ კადრშიც იგრძნობა.


image


გერმანელი ფოტოგრაფი გიუნტერ ცინტი 1941 წლის 27 ივნისს ქალაქ ფულდაში დაიბადა. 1959 წელს მან სტაჟირება ფრანკფურტის გერმანულ საინფორმაციო სააგენტო - "Deutsche Press - Agentur"-ში გიარა, სადაც ფოტოჟურნალისტისა და რედაქტორის საქმიანობას დაეუფლა, ახალგაზრდა ხელოვანი ჟურნალ "Twen"- ის რეპორტიორად მუშაობდა, 1962-1944 წლებში შვედეთსა და ინგლისში მოგზაურობის შემდეგ კი, მშობლიურ გერმანიას დაბრუნდა და ჰამბურგში დასახლდა.


image


ფოტოგრაფის ობიექტივი ყოველთვის იქ იყო, სადაც საზოგადოებას ყველაზე მეტად უჭირდა, თუმცა ცნობადობა მას მაინც ჰამბურგის კლუბ "Star-Club"- ში 1964-1969 წლებში ცნობილი ადამიანების გადაღებამ მოუტანა. დაწესებულება სანკტ-პაულის რაიონში მდებარეობდა, რომელიც წითელი ფარნების კვარტალსა და ჰამბურგის ღამის ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ რეპერბანის კლუბებში დაიწყეს ასევე საკუთარი მუსიკალური კარიერაც ყველასთვის საყვარელმა "ბითლზებმაც". გთავაზობთ ფოტოგრაფის ყველაზე შთამბეჭდავ და ატმოსფერულ ფოტოკადრებს, რომლებიც გასული საუკუნის 60-იან წლების ჰამბურგში გამოგზაურებთ.


imageimage


ჯგუფ "ბითლზის" გულშემატკივრები შუა წვიმაში ცრემლებმორეულნი ჰამბურგის სადგურზე საკუთარ კერპებს სულმოუთქმელად ელიან, სადაც მუსიკოსები 1966 წლის 26 ივნისს გერმანიის ბოლო ტურნეს ფარგლებში გამოსვლას აპირებდნენ.



image



მეძავი და აქტივისტი დომენიკა ანიტა ნიჰოფი



image



ძაღლების სკოლა, სანქტ - პაულის კვარტალი



imageimageimage



პროტესტი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ



image



მისი აღმატებულება თავად გიუნტერ ცინტი და დომენიკა ანიტა ნიჰოფი



image



ჯონი და იოკო პრესკონფერენციაზე, 1969 წელი



imageimage



ჯიმ მორისონი



imageimageimageimage



ფრენკ ზაპა



imageimage


ჯიმი ჰენდრიქსი "Star-Club"-ში



image


ჯონ ლენონი შავი კომედიის ჟანრის ფილმის "როგორ მოვიგე ომის" გადასაღებ მოედანზე, 1966 წელი



imageimageimageimage



ბერლინი, 1968 წელი










0
487
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
487