ფოტოგრაფია ქვეწარმავლების და მწერების თვალწარმტაცი ფოტოები – ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ 2023, 30 ნოემბერი, 9:24 ხვლიკები, გველები და მწერები ჩვეულებრივ შინაურ ცხოველებთან შედარებით, ჩვენთვის ნაკლებად ფასობს. შესაძლოა იმიტომ, რომ ზოგჯერ, ისინი საშინლად გამოიყურებიან, ან ცივები არიან. იმედია, ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, მათდამი დამოკიდებულება შეგეცვლებათ და აღმოაჩენთ, რომ ისინი არც ისე საშიშები და შეიძლება ითქვას, – ლამაზებიც კი არიან. ქვემოთ მოცემული ფოტოების ავტორი იან ჰიდატია (Yan Hidayat) – ნიჭიერი ინდონეზიელი ფოტოგრაფი, რომელსაც ცივსისხლიანი ცხოველების ცხოვრება ძალიან აინტერესებს და მათზე დაკვირვების პარალელურად, ფანტასტიკურ ფოტოებსაც იღებს... და აქ სწორედ, იანის მიერ გადაღებულ, ფოტოების ერთ ნაწილს წარმოგიდგენთ:
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |