პოლიტიკა "რუსეთის ყველა მოქალაქეს ეწოდოს "რუსი ხალხი"-სახელმწიფო დუმის დეპუტატი 2023, 26 ნოემბერი, 16:18
სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სულთან ხამზაევის წინადადებით, რუსეთის ფედერაციის ხალხს არა მრავალეროვანი, არამედ რუსი უნდა ეწოდოს.
რია ნოვოსტის ცნობით, სულთან ხამზაევმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს რუსი ხალხის შესახებ კანონის მიღება შესთავაზა. მისი აზრით, ადრე იყო ასეთი ფორმულირება „საბჭოთა ხალხი“, შემდეგ კი დაიწყო სიტყვების თამაში. ხამზაევი თვლის, რომ რუსეთი მომწოფდა იმისთვის, რომ დაინერგოს „რუსი ხალხის“ კონცეფცია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რუსი ხალხი" დღეს არიან სლავები, ასევე არიან დაღესტენელები, თათრები, ჩეჩნები, ბაშკირები, უდმურტიისა და იაკუტიის მრავალეროვნული ხალხი და სხვა. მე მჯერა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ფედერალური კანონი რუსი ხალხის შესახებ. რუსეთში ბევრი ერია, მაგრამ ერთი ხალხია. რუსი ხალხი, რომელიც მოიცავს ყველა ეროვნულ ჯგუფს. ჩვენ ვიყენებთ ფრაზას "რუსეთის ფედერაციის მრავალეროვანი ხალხი". მე ვიტყოდი: "რუსეთის ფედერაციის რუსი ხალხი“, - განუცხადა სააგენტოს სულთან ხამზაევმა. მისი თქმით, ხალხებს ყოველთვის ენებით აფასებდნენ. "რუსები ელცინის მიხედვით არიან... თუ დაღესტანშიც კი რუსულად ველაპარაკებით ერთმანეთს (მაგალითად, დარგინები კუმიკებთან), მაშინ როგორი ერთიანი ხალხი ვართ? დაღესტნელი და გლობალურად - რუსი. დაღესტანში მე ავარელი ვარ. მოსკოვში - დაღესტნელი, საზღვარგარეთ კიდევ რუსი “, - დასძინა მან და პოეტ რასულ გამზატოვის სიტყვების ციტირება მოახდინა. 174 2-ს მოსწონს
|