საზოგადოება "გაფრთხილებ, გამოგჭამ ყელს"- რატომ დაუპირისპირდა ლენუკა ყიფშიძე ნანუკა ჟორჟოლიანს 2023, 26 ნოემბერი, 17:05
მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილი, ლენუკა ყიფშიძე ნანუკა ჟორჟოლიანს მის 2 წლის წინანდელ განცხადებას დღეს პასუხობს და მას კიდევ ერთხელ მამამისის, ზურა ყიფშიძის აუგად მოხსენიების შემთხვევაში საჯაროდ ემუქრება:
"დიდი ხანია ვითმენ და ძალიან დავიღალე ამ ყ**ქალას მოსმენით და მამაჩემის ლანძღვით. ნანუკა, ცოტა აზრზე მოდი და ოდნავ მაინც გრცხვენოდეს მამაჩემზე სანამ გადაბრუნებულ რამეს იტყოდე, საჯაროდ საუბრობ ისეთ რამეზე, რაც არ იცი და სრულად არ გინახავს გადაცემა, აზრი მერე გამოიტანე ასე ჯობია შენთვის.
შენ საერთოდ იცნობ რა ადამიანია მამაჩემი? ყველა ვინც რამე გადაბრუნებულს იტყვის მამაჩემზე, პირში წყალი გამოივლეთ. ადამიანი გადამკვდარია ოჯახზე, მეგობრებზე და საერთოდ რატომ აძლევ თავს უფლებას მამაჩემზე ასე ისაუბრო? ნუ შეე*ით ამ კაცს, სახალხოდ გაფრთხილებ, არასდროს გაბედო მამაჩემზე რამე თქვა, გამოგჭამ ყელს გოგო, თავი ვინ გგონია.
აი, საერთოდ ამ ქალბატონს რატომ აძლევთ უფლებას და ბედავს მამაჩემზე ასე ისაუბროს, რატომ არ გაუშვა ბოლომდე გადაცემა, რაც თვითონ აწყობდა ის თქვა მხოლოდ, წავიდა მიშა-გრიშა, ახალი თაობა მოდის და მივცეთ გასაქანი"- წერს ყიფშიძე სოციალურ ქსელში.
"პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილემ ზემოაღნიშნულ პოსტს თან 2 წლის წინანდელი ის ვიდეოც დაურთო, სადაც ტელეწამყვანმა საკუთარ გადაცემაში ზურა ყიფშიძის მიერ "უცნობის კიდობანში" გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქტომბერში, ზურა ყიფშიძე გია გაჩეჩილაძის ზემოაღნიშნულ გადაცემას სტუმრობდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ასეთი რამ განაცხადა:
"მაპატიეთ და ძალიან ცუდ რამეებს ვიტყვი, რა… რომ შემოვარდნილიყვნენ, ცოლი გაეუპატიურებინათ, შვილი მოეკლათ, ცოლის თვალწინ გავეუპატიურებინე… ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი “დაბრიდეს”… მე იმას კი არ ვიძახი, არიქა, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ, უბრალოდ, ვერცერთმა გამწარებულმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი."
ყიფშიძის ამ განცხადებას იმავე წელს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ გადაცემაში შემდეგი შინაარსის მონოლოგით გამოეხმაურა:
"სამწუხაროდ, უმძიმესი განცხადება გააკეთა ზურა ყიფშიძემ… ეს ვინმე პოტენციური ან არშემდგარი ტერორისტის მოსაზრება არ გეგონოთ. ჩვენი ქვეყნის გამორჩეული და ძალიან ნიჭიერი მსახიობის, ზურა ყიფშიძის სიტყვებია, ბატონო ზურაბ, სამშობლო საჭმელზე და სამოთახიან ბინაზე ბევრად მეტი ღირს, სამშობლო შეუფასებელია. ადამიანის და პრეზიდენტის დაბრედვა კინოს გადასაღები მოედანი არ არის…".
|