ფეხბურთი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელს შესაძლოა 9 წელი პატიმრობა მიუსაჯონ 2023, 25 ნოემბერი, 12:52 ![]() ესპანეთის ქალაქ ბარსელონას პროკურატურამ მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის, ბრაზილიელი დანიელ ალვესის დასჯა მოითხოვა. ამის შესახებ El Periodico იუწყება. პროკურატურა ითხოვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს ფეხბურთელს სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის, იუწყება გამოცემა. გარდა ამისა, ფეხბურთელს დაზარალებულისთვის კომპენსაცია- 150 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. ![]() სპორტსმენი 2023 წლის 20 იანვარს დააკავეს. სავარაუდო მსხვერპლის თქმით, 2022 წლის 30 დეკემბერს, ბარსელონას ერთ-ერთ ღამის კლუბში, ფეხბურთელმა იგი ტუალეტში ჩაკეტა, სადაც ჯერ სცემა და შემდეგ გააუპატიურა. ![]() ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 39 წლის დანიელ ალვესი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად ითვლება: იყო ბაიას შტატის ჩემპიონი და ნორდესტაოს თასის ორგზის მფლობელი „ბაიას“ შემადგენლობაში. ესპანეთის თასის, ესპანეთის სუპერთასის, უეფა-ს თასის ორგზის და უეფა-ს სუპერთასის მფლობელი „სევილიას“ შემადგენლობაში. ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონი, ესპანეთის თასის ოთხგზის, ესპანეთის სუპერთასის ოთხგზის, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასის სამგზის, უეფა-ს სუპერთასის სამგზის მფლობელი და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული „ბარსელონას“ შემადგენლობაში. იტალიის ჩემპიონი და იტალიის თასის მფლობელი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი, საფრანგეთის თასის, საფრანგეთის ლიგის თასის და საფრანგეთის სუპერთასის ორგზის მფლობელი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში. კოპა ამერიკის და ფიფა-ს კონფედერაციის თასის ორგზის მფლობელი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 429 2-ს მოსწონს
|