საბუნებისმეტყველო რატომ აღარ მიდიან მთვარეზე?! – NASA–ს საიდუმლო 2023, 24 ნოემბერი, 8:48 კონსპიროლოგებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს არაერთი წელი დასჭირდათ «აპოლონ 11»–თან დაკავშირებული, მასკარადის გასარკვევად. არავინ ამბობს, რომ კოსმოსური ხომალდი მთვარემდე არ მივიდა, მაგრამ მას ადგილობრივებმა იქ დაჯდომის საშუალება არ მისცეს.* ასე, რომ, ადამიანი, მთვარეზე არასდროს ყოფილა და უახლოეს მომავალში, ალბათ, ვერც წავა, რადგან უამრავი ინფორმაცია არსებობს, რომ მთვარის ცივილიზაცია, დედამიწის თანამგზავრზე მშვიდად აგრძელებს არსებობას და სავარაუდოდ, წასვლას არ აპირებს. რაც შეეხება NASA ოფიციალურ ვერსიას, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღარ მიდიან მთვარეზე, – ამბობენ რომ მისია ძალიან ძვირი ჯდება... მაგრამ, იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე მარსის მისია, რომელიც 2025 წლისთვის არის დაგეგმილი? მთვარე — მზის სისტემაში, ყველაზე უნიკალური თანამგზავრია. ჯერ ერთი, მას ყველაზე დიდი შეფარდებითი მასა ( 1 - 81-თან) აქვს პლანეტა-თანამგზავრის სისტემებს შორის — დედამიწის გარდა, სხვა არცერთ პლანეტას არა ჰყავს ასეთი დიდი თანამგზავრი. გარდა ამისა, მთვარე დედამიწისადმი მხოლოდ ერთი გვერდით არის მიმართული. ამ ორ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს «მთვარე — დედამიწა» სისტემისთვის. მზის შემდეგ, რომელიც სინათლით და სითბოთი უზრუნველგვყოფს, მთვარე ყველაზე მნიშვნელოვანი ციური სხეულია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს პლანეტაზე. ამ ორი ციური სხეულის გრავიტაციული ურთიერთობა პირდაპირ კავშირშია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასთან. ჩვენს სამყაროში უამრავი მოვლენაა, რომელიც პერიოდულობით ხასიათდება და ეს მთვარის, დედამიწის ირგვლივ მოძრაობაზე არის დამოკიდებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი მხოლოდ ოკეანის მოქცევა–მიქცევებზე კი არ, არამედ დედამიწის დახრის ღერძის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, წელიწადის სეზონების ცვლილებაზე და უამრავ ბიოლოგიური პროცესზე, რომლის ათვლის წერტილს მთვარის ფაზა განსაზღვრავს. მთვარე უამრავ გამოცანას და საიდუმლოს მალავს და ყველაზე მთავარი, მათ შორის — მისი წარმოშობის ისტორია არის. არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა, რომელიც მის არსებობას ხსნის, თუმცა მათ შორის ძირითადი, მხოლოდ სამია: პირველი თეორიის მიხედვით — დედამიწა და მთვარე, მზის სისტემის პლანეტების ფორმირების ადრეულ სტადიაზე, ერთიანი აირ-მტვრიანი ღრუბლისგან, ერთდროულად შეიქმნა. მეორე თეორიის მიხედვით, დედამიწამ მთვარე საკუთარი გრავიტაციული ველის საშუალებით მიიტაცა, როდესაც ეს უკანასკნელი გალაქტიკაში გადაადგილდებოდა. რაც შეეხება მესამე თეორიას — ის დედამიწის თანამგზავრის არსებობას, უდიდესი კოსმოსური კატასტროფით ხსნის, რა დროსაც, ჩვენი პლანეტა სხვა ციურ სხეულს შეეჯახა და ამის შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევებისგან, მოხდა როგორც დედამიწის, ისე მთვარის საბოლოო ფორმირება. სხვადასხვა კვლევის შედეგი მოწმობს, რომ ყველაზე ახლოს სიმართლესთან, სწორედ კოსმოსური კატასტროფის ჰიპოთეზა არის. ყოველ შემთხვევაში, ფაქტების უმრავლესობა სწორედ ამაზე მიუთითებს. გარდა ამისა, პლანეტის ტექტონიკური ფილების ანალიზის შემდეგ, გეოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მთვარე, შორეულ წარსულში, დედამიწის ნაწილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მთვარის შესახებ, სხვა, ალტერნატიული თეორიებიც არსებობს, რომელსაც ორთოდოქსული მეცნიერება არ აღიარებს. ერთ-ერთ თეორიის თანახმად, მთვარე ხელოვნური ობიექტია, რომელიც იმ იდუმალი რასის მიერ არის შექმნილი, რომელსაც დედამიწა, თანამედროვე ადამიანის გამოჩენამდე, ბევრად უფრო ადრე ჰქონდა კოლონიზებული. ისინი მთვარეს, დედამიწის ათვისების პერიოდში, როგორც შუალედურ, სატრანზიტო, ბაზას იყენებდნენ. თუმცა, ამის პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის. მაგრამ, ეს თეორია, «ცარიელ ადგილზე» არ გაჩენილა: — არსებობს ვარაუდი, რომ ჩვენი პლანეტის თანამგზავრს არა აქვს მყარი ბირთვი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უძველესი ცივილიზაციების მითებში ნახსენებია დიდი ომის შესახებ, რომელსაც დედამიწელები მთვარიდან დასაპყრობად და ადამიანების დასამონებლად მოსულ მეომრებთან აწარმოებდნენ და მათი შეჩერება მხოლოდ რაღაც უფრო ძლიერი ძალის ჩარევით მოხდა. * «აპოლონ – 11» — პირველი პილოტირებული მისია მთვარისაკენ, რომლის საბოლოო მიზანი თანამგზავრზე დაჯდომა იყო, 1969 წლის 19 ივლისს შედგა. რა დაინახა პირველმა ადამიანმა მთვარეზე? ამასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ მთვარეზე მყოფი ნილ არმსტრონგის და NASA წარმომადგენლის დიალოგი, რომელიც ამერიკელმა რადიომოყვარულმა მოისმინა: არმსტრონგი: – რა არის? ეს რა ჯანდაბაა?
არხის სხვა სიახლეები:* რა ხდება კადრს მიღმა? – გაინტერესებთ, როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს?* ძნელი დასაჯერებელია, რომ რეალურია – საოცარი ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (VI ნაწილი)* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად709 1-ს მოსწონს
|