x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508657
აირჩიეთ სიმბოლო და გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში
ბევრი ადამიანი სახლში ინახავს ბედნიერების, სიმდიდრის და წარმატების სიმბოლოებს. მათგან ყველაზე გავრცელებულია ნალი, ოთხფოთლიანი სამყურა და ბუდა.



image



გჯერათ სიმბოლოების ძალის? აირჩიეთ მოწონებული სიმბოლო და გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში.



ნალი

image


ნალს მოაქვს ბედნიერება, წარმატება, სიმდიდრე და იღბალი. ასევე სახლის მცველია. ამ სიმბოლოს არჩევა ამბობს, რომ მალე სახლთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებთ. შეძლებთ ახლობლებთან შერიგებას. ნალის წყალობით უწმინდური ძალები და ავი თვალი თქვენს სახლს გვერდს აუვლის. დაცვის გასაძლიერებლად სიმბოლო ამოტრიალებული ჩამოკიდეთ.



ოთხფოთლიანი სამყურა

image

სამყურა წარმატების სიმბოლოა. ოთხი ფოთლიდან თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს – ოჯახი, სიმდიდრე, ჯანმრთელობა, დიდება. თუ ეს სიმბოლო აირჩიეთ, უახლოეს მომავალში თქვენი ცხოვრების მკვეთრად შეცვლას ელოდეთ. არ გაგიკვირდეთ, მალე ყველაფერი თავდაყირა დადგება, თან მხოლოდ პოზიტიური გაგებით. ახლობლებს დაუახლოვდებით და თქვენი სახლი ნამდვილი ციხესიმაგრე გახდება. სხვათა შორის, ოთხფოთლიანი სამყურას სპეციალურად მოძებნა არ შეიძლება. ასე დამცავ თვისებებს დაკარგავს.



ბუდა

image

ბუდა წარმატების, სიმდიდრის და გულუხვობის სიმბოლოა. ამ ყველაფრის მისაღებად ბუდას მუცელს უნდა მოეფეროთ. უახლოეს მომავალში თქვენს ოჯახში შემოვა მატერიალური სიუხვე, ნათესაური კავშირები გაძლიერდება. ასევე დაავადებები გვერდს აგივლით. წინ წარმატება გელით!



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ტესტი პიროვნების მთავარი თვისების გამოსავლენად: რომელია გოგონა?

2. დაწერეთ სამი ცხოველი და თქვენი ხასიათის აღწერა წაიკითხეთ

3. აირჩიეთ ბედნიერების ფრინველი და გაიგეთ, რა საჩუქარი მოგიმზადათ მან

4. ის, რაც პირველად სურათზე დაინახეთ, გიამბობთ თქვენ ამჟამინდელ მდგომარეობაზე

5. ტესტი, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ

6. რომელი მთვარე მოგწონთ ყველაზე მეტად? - ეს თქვენი პიროვნების ხასიათს გამოავლენს

7. ტესტი: ვინ არის ყველაზე სულელი ამ ხეზე? აირჩიეთ და ჩვენ თქვენი პიროვნების ფსიქოლოგიურ ანალიზს გავაკეთებთ

8. რა დაინახეთ პირველად? პასუხი გიჩვენებთ, რა გსურთ გულის სიღრმეში

9. ტესტი: ხართ თუ არა ენერგოვამპირი?

10. თქვენი პირველი მოქმედება განსაზღვრავს, თუ როგორი ადამიანი ხართ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
279
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
279