x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
,,ბიძინას მოსყიდულს რომ მეძახით… 2013 წელს დამიკავშირდნენ, რომ ჩემსა და მიშას სიყვარულზე დამეწერა” – ია ფარულავა
image

.

“10 წელი ქმარი მყავდა და ამას ვერ მოვყვებოდი”, _ ასე ახსნა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ “ნანუკას შოუში” გაკეთებული განცხადება, რომ მას და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის დიდი რომანი იყო.


-ეს იყო ძალიან დიდი რომანი. იქიდან ძალით არავის წამოვუყვანივარ. პატარა მიზეზი მჭირდებოდა, რომ ამერიკიდან წამოვსულიყავი და ეს პატარა მიზეზი უდიდესი სიყვარული იყო.


,

არაფერს ვნანობ. იცით, რატომ მოვყევი? ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ერთხელ და სამუდამოდ ჩემი სისტემიდანაც რომ ამოვიდეს ეს ამბავი, არ შეიძლება? სიყვარული, რომელმაც თავის დროზე მეტნაკლებად დამანგრია… ახლა რას დამანგრევს…


ვიღაცები რომ მკიცხავენ და ბიძინას მოსყიდულს მეძახიან, თქვენ *** ხომ არ გაქვთ!.. რაც მთავარია, 10 წელი ამას ვერ მოვყვებოდი, იმიტომ, რომ ქმარი მყავდა. ახლა თავისუფალი ვარ.

.

ისე, ბიძინა, არ გინდა, რომ მომისყიდო? რაც შეეხება მოსყიდვას, სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, 2013 წელს გაურკვეველი გამომცემლობა _ არ ვიცი, სადაური იყო, ევროპული თუ რუსული, დამიკავშირდა, რომ დამეწერა ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, სადაც იქნებოდა პიკანტური დეტალები ჩემი ცხოვრების და, რა თქმა უნდა, ჩემი და მიშას ურთიერთობაზე უნდა დამეწერა ბევრი.

.

დარწმუნებული ვიყავი, ნანუკა ამოჭრიდა გადაცემაში. კადრგარეშე ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით და რადგან არ ამოჭრა, ესე იგი, ასე იყი საჭირო. ერთი პატარა სიმართლეც ხომ უნდა გაჟღერებულიყო, – ამბობს ია ფარულავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.


.

ია ფარულავა: “მიშა ჩემი მთავარი სიყვარული იყო,  ჩემს საქმროს უთხრა,  მე მიყვარს ია და ცოლად მომყავსო"



მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ “ნანუკას შოუში” საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ 1998 წელს ამერიკიდან სწორედ სააკაშვილის დაჟინებული თხოვნით ჩამოვიდა, რადგან ის მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო.

.

-ჩემი მთავარი სიყვარული იყო მიხეილ სააკაშვილი. მიშამ ჩამომიყვანა ძალით 1998 წელს. დამადგა ლოს-ანჯელესში ჩემს საქმროსთან და ჩემს საქმროს უთხრა, მე მიყვარს ია და ცოლად მომყავსო. მეტი რა მინდოდა… მიშა როგორც ყველა თავის ქალს, მეც ძალიან ცუდად მომექცა…


როგორც პოლიტიკოსზე ცუდს ვერასოდეს ვიტყვი. მან საოცარი რეფორმები გაატარა. ახლა სრულიად დაუმსახურებლად ზის ციხეში, მაგრამ, მიშა, არ გეწყინოს, როგორც ქალი, შენ მე ძალიან ცუდად მომექეცი და ეს შენ ძალიან კარგად იცი, – მიმართა ია ფარულავამ მიხეილ სააკაშვილს “ნანუკას შოუს” ეთერიდან.


0
246
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0