x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138388
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
ახლოდან - ყველა "ნაკლი" ჩანს: როგორ გამოიყურებიან სელებრითები რეალურ ცხოვრებაში
image


მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები სცენაზეც და წითელ ხალიჩაზეც უნაკლოდ გამოიყურებიან. მათი სრულყოფილებით აღფრთოვანებული ახალგაზრდა და გულუბრყვილო გოგონები კი თავდავიწყებით ცდილობენ თავიანთ კერპებს რაიმენაირად მაინც დაემსგავსონ, თუმცა ეს იდეა თავიდანვე წარუმატებლობისთვის არის განწირული, ვინაიდან ვარსკვლავების გარეგნული სრულყოფილება დიდწილად სწორედ მათი სტილისტების, ვიზაჟიტსებისა და ზოგჯერ პლასტიკური ქირურგების დამსახურებაა, და ამაში ქვემოთ წარმოდენილი ფოტოებიდან თავადაც დარწმუნდებით.



გვინეთ პელტროუ


image


მსახიობის ფეხის თითები იდეალურისგან საკმაოდ შორს არის: მას ისინი მეტისმეტად გრძელი და მრუდე აქვს, მაგრამ სელებრითი ამის გამო სულ არ კომპლექსდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც ერთი ჩვენგანი არ არის იდეალური, ხოლო თუ სწორ რაკურსს შევარჩევთ და ამასთან, სწორ ფეხსაცმელსაც ვატარებთ, მაშინ ჩვენს ნაკლს ღირსებადაც კი ვაქცევთ.






ირინა შეიკი


image


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელიც კი არ არის სრულყოფილი. "ცოცხალ" ფოტოებზე ცხადად ჩანს რომ შეიკის ფიგურა იდეალურისგან საკმაოდ შორს არის, გარდა ამისა, ზოგჯერ ის თავის ნაკლს ხაზს არასათანადო ჩაცმულობითაც უსვამს.





პერის ჰილტონი


image


მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელის "Hilton Hotels"-ის მემკვიდრეს დაბადებიდან ამბლიოპია აღენიშნება და ფოტოგრაფების წინაშე პოზირებას ყოველთვის მარჯვენა მხრიდან ცდილობს. მართალია, პერისს ამაზე საუბარი არ უყვარს და თავისი ე.წ. "ზარმაცი თვალის" დემონსტრირებასაც ერიდება, თუმცა გოგონა აღნიშნულ პრობლემას მაინც არც ისე მძაფრად განიცდის.





ჯეისონ მომოა



image


მსახიობი თავისი მოქმედებებით ამტკიცებს, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია და არა "აკვამენი", ამიტომ გადასაღები მოედნის მიღმა, თავისუფალ დროს შეუძლია თავს ჩიფსებისა და ბურგერების ჭამის უფლებაც მისცეს, თუმცა ამასთან, ჰოლივუდის ვარსკვლავმა მშვენივრად იცის როგორ მოიყვანოს მომდევნო მეომარი გმირის როლისთვის საკუთარი სხეული ფორმაში უმოკლეს ვადაში.






ელიზაბეტ ჰერლი


image


ჰეითერებს იმდენად სურდათ მომხიბვლელი მსახიობის გარეგნობაში რაიმე ნაკლის პოვნა რომ გამადიდებელი შუშით პედიკურიც კი შეუმოწმეს, რომელიც სელებრითს არც იმდენად იდეალურ მდგომრეობაში აღმოაჩნდა. ჰეითერები ერთხმად აღშფოთდნენ როგორ შეიძლებოდა ვარსკვლავს ასეთი მოუვლელი ფრჩხილები ჰქონოდა, თუმცა ჰარლის მსგავსი შინაარსის კომენტარებისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია.






უმა თურმანი


image


რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს ცნობილი ფილმის "მოკალი ბილის" წარმოუდგენლად სპორტულ და მოხდენილ ვარსკვლავს თავისი კანის მდგომარეობა და გამოხატული ცელულიტი დიდი ხნის განმავლობაში აღელვებდა, თუმცა "ფორთოხლის კანის" წინააღმდეგ ბრძოლაში სელებრითს ვერაფერმა უშველა, დროთა განმავლობაში ის სხეულზე მის არსებობასაც შეეგუა. დღესდღეობით, მსახიობს თავისი კანის უსწორმასწორო ზედაპირი ყველაზე ნაკლებად ადარდებს.






ნაომი კემპბელი


image


ვარსკვლავი თავისი სიმელოტის დამალვას დიდი ხნის განმავლობაში გულდასმით ცდილობდა, რომელიც მას პოდიუმზე ყოფნისას განუვითარდა. თმაზე ჩატარებულმა დაუსრულებელმა ექსპერიმენტებმა მოდელის სკალპზე ნეგატიური გავლენა იქონია. სიმელოტის დამალვით გადაღლილი სელებრითი პერიოდულად საზოგადოებაში პარიკის გარეშეც კი ჩნდება.








0
891
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
891