x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ისააკ ნიუტონის საიდუმლო: აპოკალიფსი და ვარსკვლავური მაცნეები

გავრცელებული აზრის თანახმად, ბიბლიაში კაცობრიობის მთელ ისტორიაა დაშიფრული, დასაწყისიდან – უკანასკნელ დრომდე... გლობალური კატაკლიზმების თარიღების გამოსათვლელად, წმინდა წერილს, წარსულში, არაერთი მეცნიერი მიმართავდა და ცოტამ თუ იცის, რომ პირველი, ვინც ძველი აღთქმის ისტორიების, როგორც სამეცნიერო ინფორმაციის შესწავლა დაიწყო, დიდი მეცნიერი და თანამედროვე ფიზიკის მამა ისააკ ნიუტონი იყო.


image


საიდუმლო ცოდნა ვარსკვლავური მაცნეებისგან


ბევრმა, ალბათ, არც იცის, რომ ისააკ ნიუტონი მხოლოდ სამეფო სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი კი არა, საიდუმლო საძმოს ლოჟის – «სიონის მონასტრის» თავმჯდომარეც იყო.

ხოლო, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მეცნიერმა სამეცნიერო საზოგადოებას განუცხადა, რომ მან შორეული ვარსკვლავებიდან ჩამოსული მაცნეებისგან, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო, რამაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია. ზოგი მეცნიერს დასცინოდა კიდეც და ამბობდა, რომ მოხუცი სრულიად შეიშალა და კოსმოსურ სისულელეებს ჰყვებოდა...

თუმცა, ნიუტონის გარდაცვალების შემდეგ, რადგან მეცნიერს ოჯახი და პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა, მისი არქივის ხელში ჩაგდების ბევრი მსურველი იყო. მაგრამ, ხელნაწერების ზარდახშა ცარიელი აღმოჩნდა. მის ფსკერზე მხოლოდ ერთი ფურცელი ეგდო, რომელზეც შემდეგი რამ ეწერა:

«ჩემს შრომას იმას გადავცემ, ვინც იმას გააკეთებს, რაც მე არ გავაკეთე. ჩემს მიერ მიღებული ცოდნა გააცნობიერეთ და შეინახეთ, ყველას და ბუნების მმართველისგან, ჩემთვის გადმოცემული რელიკვიები. ძალიან გთხოვ, რასაც აქ იპოვი, ადამიანებს გადაეცი».


image


საზოგადოებაში მაშინვე დაიწყეს მნიშვნელოვანი დოკუმენტების ქურდობაზე საუბარი. მაგრამ, საბუთები არავის მოუპარავს. ყოველ შემთხვევაში, ნიუტონის სახლიდან. ნიუტონის განკარგულებით, მისი შრომები ადვოკატს, ახალგაზრდა, მაგრამ პერსპექტიული მეცნიერისთვის უნდა გადაეცა. მაგრამ, ადვოკატი მოკლეს, ხოლო მეცნიერი საფრანგეთში გაიქცა. როგორც ამბობდნენ, საძმოს წევრები არ იყვნენ დაინტერესებულნი საიდუმლო ცოდნის გამჟღავნებით. მაგრამ, ამის მიუხედავად, ნიუტონის ხელნაწერები, დრო და დრო, ხან იქ და ხან აქ, მაინც ჩნდებოდა...


აპოკალიფსის ახალი თარიღი


ნიუტონის შემორჩენილ ხელნაწერებს შორის, ბოლო დროს, ძალიან საინტერესო დოკუმენტები აღმოაჩინეს და გაირკვა, რომ დიდი მეცნიერი სამყაროს აღსასრულის ზუსტი თარიღის გამოთვლას ცდილობდა, რომელიც, მისი აზრით, ბიბლიაში იყო დაშიფრული.

ბიბლიის შესწავლისას, მეცნიერმა ყურადღება დანიელ წინასწარმეტყველის ხილვის აღწერილობაზე გაამახვილა. წინასწარმეტყველის მიერ მხეცის ხილვა, რომელსაც ჯერ 10 რქა ჰქონდა, ხოლო შემდეგ, კიდევ ერთი გამოუვიდა, მეცნიერმა ასე ახსნა: მხეცის სახით მან რომის იმპერია წარმოიდგინა, რომელიც 10 ნაწილად იყო გაყოფილი, ხოლო შემდეგ – მეთერთმეტე სახელმწიფო, თანამედროვე ვატიკანი დაემატა.



image


საწყისად მეცნიერმა 800 წ. აიღო – საღვთო რომის პირველი იმპერატორის კარლოს დიდის ტახტზე ასვლის თარიღი. ახალმა იმპერატორმა თან, როგორც მეცნიერი წერდა, «უკიდურესი გატიალება» მოიტანა, რომელიც 1260 წელზე ადრე არ დასრულდება.
ბიბლიაში კონკრეტული თარიღი არ არის მითითებული და ნიუტონმა ამ თარიღის დასადგენად, რთული გამოთვლები ჩაატარა, რომელიც რამდენიმე ათას გვერდ ხელნაწერ ტექსტს მოიცავს. შედეგად კი, მან ციფრი – 1260 მიიღო.

ნიუტონი წერს, რომ 2060 წ. აპოკალიფსის შემდეგ, დედამიწაზე ახალი მესია მოვა და ის 1000 წელს იმეფებს. მეცნიერმა ამ პერიოდს კაცობრიობის ოქროს ხანა უწოდა. ხოლო, ათასწლიანი მეფობის ბოლოს, დიდი ბრძოლა – არმაგედონი იქნება. ეშმაკი დამარცხდება და შემდეგ, ყველა სიმშვიდეში და სრულ ჰარმონია დაისადგურებს...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ადამიანმა, რომელსაც არანორმალურად თვლიდნენ, ეგვიპტური პირამიდების საიდუმლო ამოხსნა

* ლაბირინთი – ყველაზე იდუმალი ნაგებობის შექმნის მიზეზი და დანიშნულება

* 12 ცნობილი ქალბატონი, პლასტიკურ ოპერაციამდე და მის შემდეგ

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
219
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0