x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 უჩვეულო ისტორიული ფაქტი სე@სის შესახებ, რომელიც ნამდვილად არ იცოდით!

image


დღეს ადამიანებმა სქესობრივი კავშირის შესახებ პრაქტიკულად უკვე ყველაფერი იციან. სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მახასიათებლები ასე თუ ისე საკუთარ კვალს შთამომავლობის რეპროდუქციის პროცესზე ცხადია ტოვებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის იმ შოკისმომგვრელი ფაქტების შესახებ რომლებსაც შორეულ საუკუნეებში ჩვენი წინაპრები ნორმად მიიჩნევდნენ. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას სქესობრივ კავშირთან დაკავშირებით იმ რამდენიმე ისტორიულ ფაქტზე შევაჩერებ, რომლის შესახებაც ვფიქრობ აქამდე არაფერი იცოდით.




ეკატერინე II ადამიანებს ქირაობდა, რომლებიც ქუსლებზე უღიტინებდნენ


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რუსეთის იმპერატორი - ეკატერინე II ადამიანებს სპეციალურად ქირაობდა, რომლებიც მას ქუსლებზე უღიტინებდნენ. მეუღლესთან შეხვედრამდე, რუსეთის იმპერატორთან საგანგებოდ გაწვრთნილი გოგონები ან საჭურისები მიდიოდნენ, რომლებიც მას ქუსლებზე უღიტინებდნენ და უხამს ამბებს უყვებოდნენ, რათა ის ამ ყოველივეთი აღგზნებულიყო და საწოლშიც აქტიური ყოფილიყო.




პირველი ფალოიმიტატორები ქვისგან იყო დამზადებული


image


მსოფლიოში ყველაზე ძველი დილდო გერმანიაში იქნა ნაპოვნი. მისი ასაკი დაახლოებით 28 ათასი წელია და ის ქვისგან არის დამზადებული, რომლის ზედაპირიც საკმაოდ გლუვი და პრიალაა. ზემოაღნიშნულ დილდოს მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა - ძალინ ცივი იყო, სწორედ ამიტომ მოგვიანებით ფალოიმიტატორებზე ტყავის გადაკვრა დაიწყეს.




ქალები მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ ექიმებს ორგაზმისთვის მიმართავდნენ


image


გაგიკვირდებათ და, მე-19 საუკუნეში - "თერაპია მდიდრებისთვის" არსებობდა. თუ ქალს ძლიერი თავის ტკივილი, უძილობა, შფოთვა ან ნევროზი აწუხებდა, მედიკოსები მას "ისტერიკის" დიაგნოზს უსვამდნენ. ექიმები ამ საუკუნეში ქალებს საკმაოდ უცნაური მეთოდით მკურნალობდენ, კერძოდ კი, მათ ისინი "კრუნჩხვით შეტევამდე" მიჰყავდათ. პროცედურა "სრულ გამოჯანმრთელებამდე, " რამდენჯერმე ტარდებოდა.




რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ინგლისში სექსთან დაკავშირებული გზამკვლევიც კი არსებობდა


image


მე -18 საუკუნეში ინგლისში საკმაოდ საინტერესო ბროშურის შეძენა შეიძლებოდა, რომელშიც მეძავთა მომსახურების ფასები, მათი ასაკი და ფიზიკური მონაცემები იყო თავმოყრილი. ეს ერთგვარი გზამკვლელი საგანგებოდ სწორედ იმ ადამიანებისთვის იყო შექმნილი, ვინც დიდ ქალაქში ახალი ჩასული იყო.




შუასაუკუნეებში გოგონები ქალწულობის ტესტს საკმაოდ უჩვეულო მეთოდით აყალბებდნენ


image


საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეებში ქალებისთვის ქორწინებამდე ინტიმურ კავშირს უმაკაცრესი ტაბუ ედო, თუმცა იყვნენ მათ შორის ისეთი ნონკომფორმისტებიც რომლებიც აღნიშნულ აკრძალვას უგულვებელყოფდნენ და პირველივე მამაკაცს ნებდებოდნენ, თუმცა ასეთი ქალები დიდგავროვანთა რჩეულები ვერასდროს ხდებოდნენ და საბოლოოდ, ღირსეული მეუღლის გარეშე, სრულ სიღატაკეში რჩებოდნენ, თუმცა ქალებმა გამოსავალი ამ სიტუაციიდანაც იპოვეს. იმ დროს გოგონას ქალიშვილობა ქორწინების ღამეს სისხლის არსებობით განისაზღვრებოდა, გამომდინარე აქედან გამოცდილმა გოგონებმა ქალწულობის "აღსადგენად" მტკივნეული, თუმცა მაინც ეფექტური გზა იპოვეს - ქორწინების პირველ ღამემდე ისინი სასირცხო ბაგეებზე წურბელას ისვამდნენ, რომლის ნაკბენის შედეგადაც სქესობრივი აქტის დროს სისხლი შეუჩერებლად მოსდიოდათ.










0
384
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
384