x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რატომ ეშინოდა სტალინს ტროლეიბუსის?
image

ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა ვალერი ბერტმა ისაუბრა სტალინის ეჭვებზე ტროლეიბუსების მდგრადობასთან დაკავშირებით, ბელადის აზრით ტრანსპორტის ეს სახეობა საიმედო არ იყო.




30-იან წლებში მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო ლაზარ კაგანოვიჩი, ხოლო მისი მოადგილე იყო ნიკიტა ხრუშჩოვი, აღნიშნავს ისტორიკოსი. თავის მოგონებებში ხრუშჩოვი ამტკიცებდა, რომ მის შეფს(ანუ კაგანოვიჩს) მაინცდამიანც გულზე არ ეხატებოდა ტროლეიბუსები და იოსებ სტალინსაც ეჭვი ეპარებოდა იმ დროისთის ტრანსპორტის ამ ახალ სახეობაში.


”რატომღაც ბევრს სჯეროდა, რომ ტროლეიბუსი ადვილად გადატრიალდებოდა, მაგალითად, გორკის ქუჩაზე - ცენტრალური ტელეგრაფის შენობის მახლობლად დაღმართზე. სტალინმა კი, იმის შიშით, რომ შეიძლებოდა ეს მარცხი გამოეყენებინა უცხოურ პროპაგანდას, აკრძალა მისი ტესტირება, მაგრამ გვიანი იყო. ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და ტროლეიბუსი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში...“ - ციტირებს ვალერი ბურტმა ხრუშჩოვის სიტყვებს.



ცნობისათვის, საბჭოთა კავშირში პირველი ტროლეიბუსის ხაზი ამოქმედდა 90 წლის წინ, 1933 წლის 15 ნოემბერს, მოსკოვში და ზოგიერთ ქუჩებზე თანდათანობით ჩაანაცვლა ტრამვაის ხაზები.


რაც შეეხება თბილისს, ტროლეიბუსმა ფუნქციონირება დაიწყო 1937 წლის 30 მარტს. პირველი ხაზი მიემართებოდა "დინამოს" სტადიონიდან პლეხანოვის გამზირის გავლით მარქსის მოედნამდე. 1938 წელს ტროლეიბუსის ხაზი ამოქმედდა რუსთაველის გამზირზე. თავდაპირველად გამოიყენებოდა საბჭოთა, იაროსლავლის ქარხნის მოდელები. 1955 წლიდან კი შემოიტანეს ჩეხური „შკოდას“ ტროლეიბუსები.



1949 წელს ტროლეიბუსის ხაზი გაიხსნა ქუთაისში, რომელსაც მიყვა სხვა ქალაქები-რუსთავი, გორი, ფოთი, ბათუმი, სამტრედია, ზუგდიდი, ჭიათურა და ა.შ.დღესდღეობით საქართველოში ტროლეიბუსის ხაზები ყველგან გაუქმებულია, გამონაკლისია მხოლოდ ქალაქი სოხუმი, იქ დღესაც დადის ტროლეიბუსი, ძირითადად დაკომპლექტებულია ЗиУ-9 მარკის მანქანებით, რომელთა დიდი ნაწილი ქალაქს საჩუქრად გადასცა მოსკოვისა და მაიკოპის ადმინისტრაციამ.


imageფოტოზე: ტროლეიბუსი სოხუმში

0
1046
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1046
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0