მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ქალის აღზევება და დაცემა. ძნელია მწვერვალზე ასვლა, ჩამოვარდნა კი ადვილია
"დიდი შლემის" ტურნირის ორგზის გამარჯვებული, , სოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ქალთა შორის, ესპანელი გარბინიე მუგურუსა ზე წარმატებული კარიერის შემდეგ ისე "ჩამოლაბორანტდა" მისმა გულშემატკივრებმა ვერ კი გაიგეს თუ რა მოხდა. მსოფლიოს ჩოგბურთის ასოციაციის ვერსიით 87 ადგილიდან ძალიან სწრაფად ავიდა პიკზე და კარიერის დაწყებიდან მეექვსე წელს, 2017 წლის 11 სექტემბერს გახდა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ქალთა შორის.
ამ ეტაპზე ის რეიტინგში მესამე ადგილზეა, თუმცა მას შემდეგ რაც შესვენება გამოაცხადა ბევრად დაბალ პოზიციამდე დავიდა.
ფორმის სრულად აღდგენის მომიზეზებით მან განაცხადა, რომ გამოტოვებდა ორ ტურნირს ინდიანაში და მაიამში.
"მე მჭირდება დრო ინტენსიური ვარჯიშებისათვის, რათა დავიბრუნო დაკარგული ფორმა და დაკარგული პოზიცია რეიტინგში, ამიტომაც უარს ვაცხადებ ორ ტურნირში მონაწილეობის მიღებაზე, მე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ საწვრთვნელ ბაზაზე დასახული ამოცანების შესასრულებლად სპორტული ფორმის აღსადგენად"-განუცხადა წარმოშობით ესპანელმა ჩოგნურთელმა ინტერვიუს დროს ჟურნალისტებს.
მუგურუსა ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს.
გარბინიე მუგურუსა 1993 წელს დაიბადა ვენესუელაში, კერძოდ კი კარაკასში, საიდანაც ესპანეთში გადავიდა მისი ოჯახი საცხოვრებლად.
ის დღესაც ესპანეთის მოქალაქეა. მისი სიმაღლე 182 სანტიმეტრია, წონა კი 73 კილოგრამი.
თამაშობს მარჯვენა ხელით, მარცხენა ხელით ბურთის დარტყმისას იყენებს ორივე ხელს.
გარბინიეს იმდენი ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული, რომ ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა.
მისი ფინანსური შემოსავალი გადასახადების გადახდის შემდეგაც კი საკმაოდ დიდია, მუგურუსამ გამოიმუშავა 24 მილიონ, 722 ათას 141 ამერიკული დოლარი სუფთა შემოსავლის სახით.