საზოგადოება ,,ვინც საფრანგეთში ხართ, მიაკითხეთ საცოდავ ნათიას, საბა დაიღუპა…” – თამუნა იარაჯულის მიმართვა 2023, 17 ნოემბერი, 17:06 . თამუნა იარაჯული უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს, რომ საფრანგეთში პატარა საბა გარდაიცვალა. მისი დედა, ნათია ლომიძე, ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილს ეცოცხლა, მაგრამ…
“საბა დაიღუპა, ნათიას ბავშვი. თავის მიწაზეც არ დაიღუპა. ვინც საფრანგეთში ხართ, მიაკითხეთ საცოდავ ნათიას. მარტოა, იქ ქართველი არავინ არის. აღარ ვიცი, აქედან იქ რა გააკეთო. საკონსულოს ველაპარაკე და როცა დადგება ცუდი შედეგი, მერე დავუკავშირდებითო და დადგა ცუდი შედეგი, ჩამოასვენეთ მაინც”, – ამბობს თამუნა იარაჯული ვიდეომიმართვაში.
.
“გვაპატიე, საბუ, მეტი უნდა გვებრძოლა შენთვის”, “შეგაძლებინოს უფალმა, ჩემო შვილზე გადამკვდარო დედავ”, – წერენ სოციალურ ქსელში.
ნათია მარტოხელა დედა იყო. მასზე თამუნა იარაჯული წერდა:
.
“მარტო ზრდის შვილს, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის. აქ, საქართველოში ბევრი პრობლემა ჰქონდა კვების საჭირო სერვისების, სასამართლოც იმდენ ხანს წელავს ასეთ საკითხებს, რომ ასისტენტიც ვერ ეღირსათ და წავიდნენ 2018 წელს საფრანგეთში უკეთესი ცხოვრების ძიებაში. ნუ ყველაზე დიდი ის მაინც რომ ჰქონოდათ, საკვები და სიცოცხლის შანსი, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ იქამდე შექმნა პრობლემა, რომ საფრანგეთში ეუბნებიან, თქვენს ქვეყანაში ყველა საჭირო სერვისიაო, არადა ასისტენტიც კი არ ეღირსა ბავშვს, რომ დედას ემუშავა.
.
ახლა რამდენიმე სასამართლო პროცესის და უარის მერე კიდევ მოლოდინშია საფრანგეთში ცხოვრების უფლების. ვერც საქართველოში ვეღარ ბრუნდება, საბა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სჭირდება ჩვენი დახმარება, რომ გადაიღოს თავი, რადგან ტკივილები აქვს ძლიერი. ამ ეტაპზე, სანამ საბუთი არ აქვთ, უარს ეუბნებიან გამოკვლევაზე და ორი თვეა, საბა იმყოფება დედის გარეშე ფსიქიატრიულში. დედას აქვს ეჭვი, რომ თავი აქვს გამოსაკვლევი, რადგან აქვს თავის ტრავმა მიღებული. ძალიან გთხოვთ, ნათიას ეს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანია, რადგან უნდა შევაგროვოთ 1500 ევრო.
.
გთხოვთ, ნათიას შევაძლებინოთ და გავაძლებინოთ ამ მარტო დარჩენილ დედას უცხო ქვეყანაში. სასამართლო დღემდე არ არის დასრულებული, რომ აქ ჩამოსვლის შანსი მაინც ჰქონდეთ. იქ სახლი მაინც მისცეს და საკვები, აქ ესეც არ ჰქონდათ და ქირას ასე ვუგროვებდით…
192 შეფასება არ არის
|