x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
"ბოდიში, მაგრამ ეს ამბავი რომ არ მოგიყვეთ არ შემიძლია"-რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცოტა ხნის წინ, სტამბულის აეროპორტში თავსგადამხდარ ერთ ისტორიას იხსენებს და ამბის მთავარი მოქმედი გმირების, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი შოტლანდიელი მამაკაცების ფოტოს აზიარებს:


image


"მოკლედ უდიდესი ბოდიში, მაგრამ ეს ამბავი რომ არ მოგიყვეთ არ შემიძლია. ესეიგი ვინაიდან რეგისტრაციაზე მაგვიანდებოდა ელვის სისწრაფით შევვარდი სტამბულის აეროპორტის ტუალეტში. ვიდექი ისე როგორც ამ დროს მამაკაცებს შეეფერება, უცებ იქით აქეთ დამიდგა ორი ფაშფაშა კაბიანი არსება, რამაც გამოიწვია შოკი, თან სახეში შეხედვის მომერიდა და თვალმა ირიბად დააფიქსირა ეს ფარშევანგივით კაბები, ვიფიქრე რომ მომეჭრა თავი და ქალების სექციაში მოვხვდი, მაგრამ მეორე არანაკლები შოკი იყო იმის გაფიქრება თუ როდიდან დაისაკუთრეს ქალბატონებმა კაცების მსგავსი პოზები ამ სფეროშიც, ვიფიქრე რომ ეს ფემინისტები იყვნენ ანუ კაცებთან თანასწორობის აქტივისტები. საბოლოო ჯამში ხელში შემრჩა ეს ორი შოტლანდიელი მამაკაცი თავიაანთი ეროვნული ფორმით. ჭირი იქა, ლხინი აქა"- ვკითხულობთ ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტის ფეისბუქპოსტში.












0
749
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
749