აფხაზეთი აფხაზები ვერ იტანენ სტალინს, თუმცა ტურისტული ინდუსტრია სარგებლობს მისი სახელით 15 ნოემბერი, 14:36 ![]() მაგალითად, ბევრი ყოფილი სტალინური აგარაკი აფხაზეთში ექსკურსიების ადგილად იქცა. ახლახან რიწის ტბაზე მომუშავე მეწარმეებმა დიდი დრო, ძალისხმევა და ფული დახარჯეს, რათა სტალინის ჩაძირული სასეირნო ნავი ტბის ფსკერიდან ამოეღოთ. ![]() ცოტა ხნის წინ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომ იოსებ სტალინის ჩაძირული ნავი რიწის ტბის ფსკერიდან გუდაუთელმა მეწარმე ძმებმა -დაურმა და ოსმან ჩამაგუამ ამოიყვანეს. სტალინის სასეირნო ნავი ჩაიძირა გასული საუკუნის 1960-იან წლებში ნაპირზე კლდესთან შეჯახების შედეგად, მოკლედ, პატრონზე ოდნავ მეტი "იცოცხლა".. ![]() მაგრამ ეს არ არის ერთადერთი კატერი, რითაც სტალინი დასეირნობდა. სტალინის აგარაკის გვერდით აშენებულ პატარა სასტუმროში, რომელიც ახლა საექსკურსიო ადგილია, "დიდი ბელადის" კიდევ ერთი ნავია. მკატერის გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, მისი რესტავრირება რამდენიმე წლის მოხდა, ზედ თვითგამოცხადებული აფხაზეთის სახელმწიფო დროშა ფრიალებს. ამას რომ სტალინი ხედავდეს, საფლავში გადაბრუნდებოდა... ![]() ცხადია, სტალინის აგარაკზე რამდენიმე კატერი იყო. ეს დასტურდება საცნობარო მასალით. აფხაზეთის „მარგალიტი“ მთის ტბა რიწა, თითქმის 2, 5 კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი მაქსიმალური სიგანე დაახლოებით 870 მეტრია, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 110 მეტრს აღემატება. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მალევე, რიწის ტბასთან, სანაპიროზე სტალინის აგარაკის მშენებლობა დაიწყო. სპეციალური დაწესებულება, სახელწოდებით „სახელმწიფო აგარაკი No5“ მზად იყო 1947 წლის ივლისში. მას შემდეგ „ხალხთა ბელადი" მამა“ აქ ყოველწლიურად ისვენებდა 1951 წლამდე რამდენიმე დღით ან ერთი თვითაც . ![]() ![]() 196 2-ს მოსწონს
|