x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აფხაზები ვერ იტანენ სტალინს, თუმცა ტურისტული ინდუსტრია სარგებლობს მისი სახელით
image

აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ სტალინის პიროვნების მიმართ, იგივე ვთქვათ, რუსებისგან განსხვავებით. მიუხედავად ამისა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტურისტული ინდუსტრია პრაგმატულად სარგებლობს მისი პოპულარობით.


მაგალითად, ბევრი ყოფილი სტალინური აგარაკი აფხაზეთში ექსკურსიების ადგილად იქცა. ახლახან რიწის ტბაზე მომუშავე მეწარმეებმა დიდი დრო, ძალისხმევა და ფული დახარჯეს, რათა სტალინის ჩაძირული სასეირნო ნავი ტბის ფსკერიდან ამოეღოთ.

image


ცოტა ხნის წინ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომ იოსებ სტალინის ჩაძირული ნავი რიწის ტბის ფსკერიდან გუდაუთელმა მეწარმე ძმებმა -დაურმა და ოსმან ჩამაგუამ ამოიყვანეს.


სტალინის სასეირნო ნავი ჩაიძირა გასული საუკუნის 1960-იან წლებში ნაპირზე კლდესთან შეჯახების შედეგად, მოკლედ, პატრონზე ოდნავ მეტი "იცოცხლა"..

image

ნებისმიერ შემთხვევაში, ძმების აწ გარდაცვლილმა მამამ უთხრა შვილებს, რომ ნავი აღმოაჩინეს დაახლოებით 12 მეტრის სიღრმეზე ტბის მარჯვენა სანაპიროზე სადამკვირვებლო გემბანიდან, მაგრამ იმ დროს, ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, არ იყო ფსკერიდან მისი ამოყვანის ტექნიკური შესაძლებლობა.


მაგრამ ეს არ არის ერთადერთი კატერი, რითაც სტალინი დასეირნობდა. სტალინის აგარაკის გვერდით აშენებულ პატარა სასტუმროში, რომელიც ახლა საექსკურსიო ადგილია, "დიდი ბელადის" კიდევ ერთი ნავია.


მკატერის გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, მისი რესტავრირება რამდენიმე წლის მოხდა, ზედ თვითგამოცხადებული აფხაზეთის სახელმწიფო დროშა ფრიალებს. ამას რომ სტალინი ხედავდეს, საფლავში გადაბრუნდებოდა...

image

ცხადია, სტალინის აგარაკზე რამდენიმე კატერი იყო. ეს დასტურდება საცნობარო მასალით.



აფხაზეთის „მარგალიტი“ მთის ტბა რიწა, თითქმის 2, 5 კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი მაქსიმალური სიგანე დაახლოებით 870 მეტრია, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 110 მეტრს აღემატება. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მალევე, რიწის ტბასთან, სანაპიროზე სტალინის აგარაკის მშენებლობა დაიწყო. სპეციალური დაწესებულება, სახელწოდებით „სახელმწიფო აგარაკი No5“ მზად იყო 1947 წლის ივლისში. მას შემდეგ „ხალხთა ბელადი" მამა“ აქ ყოველწლიურად ისვენებდა 1951 წლამდე რამდენიმე დღით ან ერთი თვითაც .

image

სტალინის ერთ-ერთი გასართობი იყო წყალზე გასეირნება. რიწაში რამდენიმე კატერი მიიტანეს, თავად ბელადისთვის, ასევე მისი სტუმრებისთვის და თანმხლები დაცვისთვის.


image

2
220
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
220
  
2023, 31 დეკემბერი, 23:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 17 ნოემბერი, 2:35
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 2