x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"წმინდა" პოლიგამია ინდოეთში - საზარელი ტრადიცია, რომელსაც ასობით ათასი გოგონას ბედი ეწირება
image


ინდოეთი - საიდუმლოებების ქვეყანაა. იქ დღემდე საზოგადოების კასტებად დაყოფის ეროვნული ინდური ტრადიცია კვლავ ძლიერია. თითოეულ კასტას თავისი წესები გააჩნია, რის გამოც ნაკლებად განათლებული ადამიანები იშვიათად ახერხებენ კარმულ-იერარქიულ კიბეზე (ტრადიციები განსაკუთრებით ძლიერია მჭიდროდ დასახლებული ინდოეთის იმ რეგიონებში, სადაც განათლების აშკარა ნაკლებობაა) ასვლას, და კარმა აქ უმიზეზოდ ნახსენები არ არის, რადგან კონკრეტულ კასტაში დაბადება რიგითი ინდუსის მიერ აღიქმება ჯილდოდ ან სასჯელად წარსული ცხოვრებისთვის.


image


კულინიზმი (ინდოეთში პოლიგამიის არაადამიანური ფორმაა. პოლიგამიის ეს ფორმა არა ინდოეთის მუსლიმებს, არამედ ძირითადად, ინდუსებში - ინდუიზმის მიმდევართა შორის გხვდება) - ბენგალის მსგავსი რეგიონისთვის ელიტური კასტის განსაკუთრებულ პრივილეგიას წარმოადგენს. კულინები თვლიან, რომ უხსოვარი დროიდან სპეციალური ქორწილის ტრადიციის დასაწყისს დასაბამი ინდოეთის ქვეკონტინენტის ბენგალის რეგიონის სენას დინასტიის მეორე მმართველმა ბალალ სენამ დაუდო, რომელმაც უაღრესად პრივილეგირებული, "კეთილშობილური" თანამდებობა სასულიერო პირებს მიანიჭა. მან ეს იმისთვის გააკეთა, რომ რაც შეიძლება მეტი სულიერი ძალა მოეზიდა საკუთარ ქვეყანაში, რადგან თვლიდა, რომ მატერიალური სიმდიდრით დაინტერესებული წმინდანები თანდათან მის ხელში გადასულიყვნენ.


image


კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ წარმოდგენილი ვერსია კონკრეტულად ბენგალური მითოლოგიიდან მომდინარეობს და ის არ გახლავთ მეცნიერული. მიუხედავად ამისა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ კულინიზმი, როგორც უმაღლესი, საშინელი ტრავმული სოციალური ფენომენი და "აღმსარებელთა" კეთილშობილური კასტის პრივილეგია დღემდე ცოცხალია და ათასობით ინდოელი ქალის სიცოცხლეს ანადგურებს.





პოლიგამია და ადრეული ქორწინებები


image


რას წარმოადგენს არსობრივად კულინიზმი? ეს გახლავთ ბენგალიისთვის დამახასიათებელი მრავალცოლიანობის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც ძირითადად, ბენგალური ბრაჰმინების უმაღლესი წრეებისთვის არის ორგანული, სადაც ქალი სრულიად მოკლებულია ყოველგვარ უფლებასა და პრივილეგიებს და ოფიციალურად ხარჭის მდგომარეობაში იმყოფება.



image


ამასთან, გოგონები ასეთ უთანასწორო ქორწინებაში ჯერ კიდევ მოზარდობისას ხვდებიან, ტრადიციის თანახმად, გოგონა კულინზე სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშნების გამოვლენამდე უნდა დაქორწინებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი სოციალურ სტრუქტურაში საკუთარ პოზიციას კარგავდა, ამიტომ ოჯახები, რომლებსაც ოჯახში ერთი ქალიშვილი მაინც ჰყავდათ, სასიცოცხლოდ დაინტერესებულნი იყვნენ რომ რაც შეიძლება სწრაფად მიეთხოვებინათ თავიანთი გოგონა "სასულიერო დიდებულისთვის", რითიც თავის მხრივ, ასევე კულინებიც სარგებლობდნენ, რომლებიც თავიანთი არც თუ პატარა ასაკის მიუხედავად დაოჯახებით დაინტერესებული ოჯახების წარმომადგენლებთან უთანასწორო ოჯახებს ქმნიდნენ.


image


ყველაფერი კი ასე ხდებოდა, კულინი ქალაქში ან სოფელში ჩადიოდა, რის შემდეგაც ის სახლებს სიის მიხედვით ათვალიერებდა, სადაც ყოველ ახალ საცოლეზე სათითაოდ "ქორწინდებოდა", ხანმოკლე დასვენების შემდეგ კი, მომდევნო გოგონას ოჯახში ინაცვლებდა. კულინს ყოველთვის თან ახლდნენ ადამიანები, რათა "წმინდა კაცს" მდიდარი საჩუქრების გადატანაში დახმარებოდნენ, რომელიც როგორც წესი, გახლდათ მზითევი, რომელსაც ის თითოეული "გაბედნიერებული" ოჯახიდან იღებდა.


image


სტატუსშეცვლილი "ახლადგამომცხვარი პატარძლები" მშობლიური სახლიდან მაშინვე მიყავდათ, ისინი აჩენდნენ შვილებს და მოძულე ასაკოვანი მეუღლის სიკვდილს ელოდნენ, კულინის გარდაცვალების შემდეგ, ცოლი ასაკის მიუხედავად, "მარადიული ქვრივის" სტატუსს იღებდა, რომელსაც ტრადიციის თანახმად, აღარ შეეძლო აღარც ქორწინება და არც სოციალური სიამოვნების მიღება. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი "მარადიული ქვრივი" სოციუმიდან ფაქტობრივად გარიყული რჩებოდა და მსგავსს მდგომარეობაში მყოფ ქალთა კასტაში ხვდებოდა.



image


შედეგად, გასული საუკუნეების ამ მდგომარეობამ დიდი გავლენა იქონია რეგიონში გენდერულ თანაფარდობაზე, რადგან გოგონას დაბადება უფრო უბედურებად აღიქმებოდა, ვიდრე სიხარულად. მეტიც, საკუთარი ქალიშვილის მოკვლას თითქოს გაცილებით უფრო ნაკლები კარმული შედეგები მოჰყვებოდა, ვიდრე მის კულინზე არ გათხოვებას, ამ ყოველივედან გამომდინარე კი სულაც არ არის საჭირო იყო გენიოსი რომ მიხვდე თუ რა არჩევანს აკეთებდნენ ხშირად მშობლები, რათა თავიდან აეცილებინათ პრობლემები მომავალში.





და ქმრის დღეგრძელობის შემთხვევაში რა ხდებოდა?


image


აი, ამ შემთხვევაში კი, ცოლს არსებობა კიდევ უფრო მძიმე ყოფაში უწევდა, რადგან კულინს სრული უფლება ჰქონდა ცოლის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ყურადღება საერთოდ არ მიექცია. საუკეთესო ვარიანტი კი ის გახლდათ თუ ქალი ფიზიკურ ინკუბატორად იქცეოდა, ან მხოლოდ მეუღლის ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მოემსახურებოდა. ამ შემთხვევაში მას კულინის მხრიდან შეეძლო რომ მცირეოდენი მხარდაჭერის იმედი მაინც ჰქონოდა, მაგრამ უმეტესწილად ცოლები უცხო ტერიტორიაზე მძიმე ცხოვრებას ეწეოდნენ, ვინაიდან მამისეულ სახლში დაბრუნების უფლება მათ უკვე აღარ ჰქონდათ.


image


იმისთვის რომ თავი როგორმე თვიდან თვემდე გაეტანათ, კულინების არარეალიზებული ცოლები საკუთარი სხეულით ვაჭრობდნენ. სწორედ ამიტომ რჩება ბენგალი დღემდე ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ და სექსუალურ რეგიონად, რადგან ხორციელი სიყვარულის ყიდვა იქ თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა შესაძლებელი.


image


ეროვნული ტრადიციები ყოველთვის კარგი არ არის. ზოგჯერ კი ისეთი ტრადიციები, როგორიცაა მაგალითად, კულინიზმი თავისი ფესვებით იმდენად ბინძურ და საშინელ წარსულში მიდის რომ თანამედროვე ადამიანში ზიზღის მეტს არაფერს იწვევს, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია და ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში თავს მშვენივრად გრძნობს, რაზეც ქვეყნის ხელისუფლება უბრალოდ თვალს ხუჭავს, და თუკი შემთხვევით სადმე ერთ-ერთი ბენგალური სოფლის ქუჩაში პატარა, უპოვარ გოგონას გადაეყრებით დიდივით ჩაცმულს, შესაძლოა თქვენ წინაშე სწორედ კულინ-ბრაჰმინის "ბედნიერი" ცოლი იდგეს, რომელმაც თავისი ოჯახი სირცხვილისა და კარმული შედეგებისგან ასეთ საშინელ ფასად იხსნა.











0
976
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
976