x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც შეზღუდვებს აწესებს მავნე საკვებზე და გაზიან სასმელებზე
image

კოლუმბია მალე გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ბრძოლას გამოუცხადებს ჯანრთელობისთის მავნე საკვებს. ახალი კანონი, რომელიც ამ თვეში ამოქმედდება, ულტრა გადამუშავებულ პროდუქტებზე აქციზის დაწესებას ითვალისწინებს. თავიდან გადასახადის საფასური იქნება 10%, მომავალ წელს 15%-ით გაიზრდება, 2025 წელს კი 20%-ი გახდება.



ულტრა დამუშავებულ საკვებს მიეკუთვნება, სამრეწველო წარმოებისა მიღებული მზა კერძები (მშრალი საუზმე, ნაგეტები, იოგურტები დანამატებით), აგრეთვე დიდი რაოდენობით მარილისა და ცხიმის შემცველი პროდუქტები, ასევე შოკოლადის ფილა, ჩიფსები, კრეკერი, ტკბილი გაზიანი სასმელები და ფასფუდები; ამავდროულად, ხელისუფლებამ მიაღწია შეთანხმებას კვების მრეწველობის წარმომადგენლებთან, რომ სიიდან ამოიღებენ ზოგიერთ გადამუშავებულ პროდუქტს, მაგალითად როგორიცაა ძეხვი.


მოსახლეობაში პოპულარულ პროდუქტებზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული პროდუქტები ზიანს და საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას. საშუალო კოლუმბიელის ყოველდღიური დიეტა შეიცავს 12 გრამ მარილს - ყველაზე მაღალს ლათინურ ამერიკაში და ერთ-ერთი ყველაზე მაღალს მსოფლიოში. ეს იწვევს ჰიპერტენზიას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ასევე იზრდება ინსულტით და გულის უკმარისობით დაავადებულთა რაოდენობა. კვებასთან და სიმსუქნესთან დაკავშირებული სხვა არაგადამდები დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ასევე პრობლემურია, დიაბეტით გამოწვეული სიკვდილიანობის მესამედი 70 წლამდე ასაკის ადამიანებში მოდის.



-ჯანდაცვის სისტემებზე ტვირთის შესამსუბუქებლად, მსოფლიოს ქვეყნებმა დააწესეს ბეგარა მაგალითად, თამბაქოს ნაწარმზე ან შაქრიან სასმელებზე, მაგრამ მათან ცოტამ თუ დააწესა გადასახადები გადამუშავებულ საკვებზე, - ციტირებს The Guardian-ი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ბიზნეს სკოლიდან, ჯანდაცვის საერთაშორისო პოლიტიკის და ეკონომიკის პროფესორის, ფრანკო სასის სიტყვებს.



ექსპერტის აზრით, კოლუმბიაში მიღებული კანონი შეიძლება იყოს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. კოლუმბიის მეზობლებმა, ეკვადორმა და პერუმ, ცოტა ხნის წინ შემოიღეს მოთხოვნა მწარმოებლებისთვის, რომ პროდუქტის შეფუთვის წინა მხარეს მოათავსონ ინფორმაცია შაქრისა და ცხიმის შემცველი საკვების მავნებლობის შესახებ. მსგავსი მოთხოვნა სავალდებულო გახდა ბოგოტაშიც.

0
106
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0