საზოგადოებრივი ყოფილი სოციალისტური ქვეყნები ლიდერობას არ თმობენ - გამოქვეყნდა ყველაზე მსმელი ქვეყნების რეიტინგი 2023, 14 ნოემბერი, 15:34 ლიეტუვა, ლატვია და ჩეხეთი ლიდერობენ მსოფლიოში ყველაზე მსმელი ქვეყნების რეიტინგში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ჩაატარა კვლევა 48 წევრ წვეყანას შორის ალკოჰოლის მოხმარების რაოდენობით და გამოაქვეყნა შედეგები. ამის შესახებ Fox News იუწყება. მსოფლიოში ყველაზე მსმელი ქვეყნების სიას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და აღმოსავლეთ ევროპის (ყოფილი სოციალისტური) სახელმწიფოები ლიდერობენ. ლატვიას და ლიეტუვის მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 12 ლიტრ ალკოჰოლს მოიხმარს. მათ მოსდევს ესტონეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი, რომლებიც საშუალოდ ერთი ლიტრით ნაკლებს სვამენ. აქვე გეტყვით, რომ ამ რეიტინგში არ არის საქართველო, რადგან OECD-ს წევრი არ არის, არც რუსეთია ამ ორგანიზაციის წევრი, თორემ დარწმუნებული იყავით, რომ ის აუცილებლად მოხვდებოდა ლიდერთა რიგებში. საშუალოდ, შესწავლილი ქვეყნების მაცხოვრებლები სვამდნენ 8, 6 ლიტრ ალკოჰოლს წელიწადში. 2011 წელს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო და 8, 9 ლიტრს შეადგენდა. ყველაზე მეტად ალკოჰოლის მოხმარება ლიეტუვაში შემცირდა: ათი წლის წინ ისინი წელიწადში ორ ლიტრით მეტს სვამდნენ. კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ხალხმა მოულოდნელად შეამცირა ალკოჰოლის მიღება, არის ირლანდია. ლატვიაში, პირიქით, ახლა ორი ლიტრით მეტს სვამენ, ვიდრე 2011 წელს. მოხმარება გაიზარდა მექსიკასა და ნორვეგიაშიც, მაგრამ მხოლოდ ერთი ლიტრით. გადამბული ლოთობა (ე.წ. ზაპოი)ემართება საშუალოდ ზრდასრული მოსახლეობის 19 პროცენტს . ამ მხრივ ლიდერობს დანია, რუმინეთი და დიდი ბრიტანეთი, სადაც ამ პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტი. იტალიასა და თურქეთში კი ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია- 3 პროცენტზე ნაკლები. რაც შეეხება ქალებს, ამ მხრივ კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანელი და დანიელი ქალები სიის სათავეში უდგანან, მაგრამ ყველა ქვეყანაში მამაკაცები უფრო მეტს სვამენ, ვიდრე ქალები, თუმცა არის გამონაკლისი ნორვეგიიის და და აშშ-ს სახით, სადაც ალკოჰოლის მიღების მხრივ მაჩვენებელი მამაკაცებსა და ქალებს შორის თითქმის ერთნაირია. ყველაზე ნაკლები მაჩვენებლებით ქალებს შორის გამოირჩევა ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია და თურქეთი. 74 1-ს მოსწონს
|