x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
"სტალინი ინტრიგის მეფე იყო, ზუსტად იცოდა, როდის რა ნაბიჯი გადაედგა"

image

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, ვინც ყველაფრის თადარიგს ყოველთვის წინასწარ იჭერდა და მოწინააღმდეგის და მტრების სვლებს მომზადებული ხვდებოდა. მოწინააღმდეგეები და მტრები კი საბჭოთა ბელადს არასდროს აკლდა.




გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „უდავო ფაქტია, რომ ლენინის ადგილის დაკავებაზე სტალინი ძალიან სერიოზულად ფიქრობდა და არა მარტო ფიქრობდა, არამედ საამისოდ ემზადებოდა კიდეც და სერიოზულ ნაბიჯებსაც დგამდა მას მერე, რაც ლენინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და გორკებში ცხოვრობდა. ლენინი სტალინს თავის მემკვიდრედ განიხილავდა და ამ ფაქტს არაერთი გამოჩენილი ბოლშევიკი ადასტურებს და რაც არ უნდა საოცარი იყოს, თვით ტროცკიც კი... თუმცა, ტროცკი ამას ლენინის ავადმყოფობას მიაწერდა. თავის წიგნში – „სტალინი“ – ტროცკი წერს: ლენინი მძიმედ იყო ავად, როდესაც ბოლშევიკთა ერთ ჯგუფს განუცხადა – სტალინს ჩემს მემკვიდრედ მივიჩნევო. ეს აბსურდი იყო და ილიჩი რომ ჯანმრთელი ყოფილიყო, ამას არ იტყოდა. ლენინი მართლაც მიიჩნევდა სტალინს თავის მემკვიდრედ და ამიტომაც აარჩევინა კოლეგებს გენერალურ მდივნად. მაშინ ლენინს დამბლა არ ჰქონდა, უბრალოდ, ავადმყოფმა ლენინმა გაიმეორა ის, რაც ჯანმრთელმა ლენინმა და ავადმყოფობა აქ არაფერ შუაშია. პირიქით, სწორედ ავადმყოფ ლენინს დააწერინეს გორკებში ის ცნობილი წერილი, რომელიც შემდგომ „ლენინის ანდერძად“ მოინათლა. თუმცა, იმ პერიოდში სტალინის პოზიციები, ფაქტობრივად, შეურყეველი იყო და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მას ვერც ბოლშევიკთა ჯგუფი და მით უმეტეს, ვერც ცალკეული ბოლშევიკი ვეღარ შეეცილებოდა. სტალინს, მხატვრის ენით რომ ვთქვათ, „მოზაიკის“ მხოლოდ რამდენიმე „ქვა“ ჰქონდა დასადები და სურათი მზად იყო...“




საქმე ისაა, რომ როდესაც გორკებში მყოფი ლენინი ექიმთა კონსილიუმის მეთვალყურეობით მკურნალობდა, მართალია იქ სტალინის ერთგული „ჩეკისტებიც“ იმყოფებოდნენ და ყველაფერს აკონტროლებნენ, მაგრამ უშუალოდ ლენინთან მხოლოდ ორად ორ ადამიანს ჰქონდათ პირდაპირი კავშირი – ლენინის მეუღლეს, ნადეჟდა კრუპსკაიას და ლენინის უმცროს დას, მარია ულიანოვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ქალი დიდი რუდუნებით უვლიდა ავადმყოფ ლენინს, ერთმანეთი ჭირის დღესავით სძულდათ. სტალინმა ეს მომენტი შესანიშნავად გამოიყენა. მარია ულიანოვა გადაიბირა და ეს ნიკოლაი ბუხარინის მეშვეობით გააკეთა, რადგან ისინი ერთმანეთის საყვარლები იყვნენ. ბუხარინი კი იმ პერიოდში სტალინის უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე იყო. ამგვარად, მარია ულიანოვა მას დაუყოვნებლივ აცნობებდა ხოლმე ყველაფერს, რასაც კრუპსკაია ლენინს სტალინის წინააღმდეგ აწვეთებდა. კრუპსკაია კი ძალიან აქტიური ანტისტალინელი იყო და ყოველმხრივ ცდილობდა მის ჩაძირვას. გარდა ამისა, უშუალოდ სტალინს გადაბირებული ჰყავდა ლენინის მდივანი ფოტიევა, რომელიც მას დალუქული წერილების ასლებს აწვდიდა და ლენინის პირადი მიმოწერა სტალინმა ზეპირად იცოდა. აქედან კი შესაბამის დასკვნებს აკეთებდა და სამოქმედო გეგმებსაც ადგენდა. სწორედ ფოტიევამ მიაწოდა სტალინს, ეგრეთ წოდებული, „ლენინის ანდერძის“ ასლი, რომელიც დალუქული იყო. ის მხოლოდ ყრილობაზე უნდა გაეხსნათ და ბოლშევიკი დელეგატებისთვის წაეკითხათ. იმ წერილში (ეგრეთ წოდებულ ანდერძში) სტალინის უხეშობასთან ერთად, ტროცკის ამპარტავნებაცაა მოხსენიებული. ამიტომ სტალინმა ასეთი სვლა გააკეთა, ტროცკის გააცნო წერილის შინაარსი და დაელოდა მის რეაქციას. ტროცკი მალევე მივიდა სტალინთან და უთხრა – ეს წერილი ჯანმრთელობა შელახულმა ლენინმა დაწერა და ჩვენს რიგებში არეულობა რომ არ გამოიწვიოს, უმჯობესი იქნება, ყრილობას არ გავაცნოთო, რაზეც სტალინი დათანხმდა. ტროცკის ეშინოდა, რომ ლენინის „წყალობით“ თავად არ შელახვოდა რეპუტაცია. ეს კი სტალინმა შესანიშნავად გამოიყენა, ისევე, როგორც სხვა მომენტები.





დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი, რომ იტყვიან, ინტრიგის მეფე იყო, ანუ, მან ზუსტად იცოდა, როდის რა ნაბიჯი გადაედგა და მართალია, ყრილობაზე ეს წერილი არ წაიკითხეს, მაგრამ პოლიტბიუროს იმ სხდომის დამსწრეებს გააცნო, სადაც უმრავლესობა მისი მომხრე იყო და ხმები გარანტირებული ჰქონდა. თან, გადადგომაზე გააკეთა განაცხადი და რა თქმა უნდა, არ გადამდგარა, რადგან კოლეგებმა „არ გაუშვეს“ სამაგიეროდ, თავისი კონკურენტები მოიშორა. მოგვიანებით კრუპსკაია თავის დღიურებში წერდა: სტალინმა ძველი ბოლშევიკების ნაწილი იქვე მოაშთო, ნაწილი – ჯიბეში ჩაისვა და მერე მოაშთოო. პრინციპში, ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ ისეთი პერიოდი იდგა, რომ ძალაუფლებისთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა. გაიმარჯვა ყველაზე ანგარიშიანმა და მომზადებულმა კანდიდატმა და გაამართლა კიდეც. სტალინს კრუპსკაიასთვის ხელი არ უხლია. თუმცა, მის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, თუნდაც თავად კრუპსკაია, სტალინისგან სველ ადგილსაც არ დატოვებდა. სტალინმა კი ლენინის ქვრივი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტბიუროს წევრობას ჩამოაშორა და საპატიო წევრის სტატუსი დაუტოვა. ფოტიევასა და მარია ულიანოვას კი სიცოცხლის ბოლომდე დიდი პატივი ერგოთ. სტალინი ერთგულებს არ ივიწყებდა და თავადაც დიდი ერთგულებით გამოირჩეოდა.“(განაგრძე კითხვა)

0
557
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0