საზოგადოებრივი ეგვიპტური პირამიდების ქვეშ ის მიწისქვეშ ნაგებობა აღმოაჩინეს, რომელზეც ჰეროდოტე წერდა 2023, 16 ნოემბერი, 11:26 ჰეროდოტე (ძვ. წ. აღრ. 484 – 425 წწ.) თავის ნაშრომებში მიწისქვეშა ნაგებობების შესახებ საუბრობს, რომლებიც პირდაპირ პირამიდების და სფინქსის ქვეშ მდებარეობს. მაგრამ, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია – ერთმანეთთან გვირაბებით დაკავშირებული უზარმაზარი მიწისქვეშა დარბაზები, ჩრდ. აფრიკის უდაბნოს ქვეშ მდებარეობს და კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში ღრმად იჭრება. ძველი ბერძენი ისტორიკოსი აღწერს ყველაფერს, რაც ეგვიპტეში მოგზაურობისას ნახა და მოისმინა. ხოლო, როგორც თავად წერდა, მისი ინფორმაციის ძირითადი წყარო, ქურუმების მიერ მოყოლილი ამბებო იყო... ჰეროდოტეს გარდა, პირამიდების და უდაბნოს ქვეშ გვირაბების და დარბაზების არსებობაზე ედგარ კეისიც (ამერიკელი მედიუმი და მეცნიერი) საუბრობდა. ხოლო, გერმანელი მწერალი კარლ მორიცი ამტკიცებდა, რომ ძველი ეგვიპტე "ცარიელ ადგილზე" არ შექმნილა და რომ აფრიკის ჩრდ. ნაწილში, ცივილიზაცია არსებობდა, რომელმაც არაერთი მიწისქვეშა ქალაქი დატოვა. ქარმა ქვიშა სფინქსის ერთ–ერთ ფეხთან გადახვეტა და გვირაბის მსგავსი რაღაც გამოჩნდა, რომელიც სადღაც ქვევითკენ მიდიოდა. თავდაპირველად, ჩათვალეს, რომ ის სტრუქტურის სიღრმისკენ მიდიოდა. თუმცა, გასასვლელმა მკვლევარები მაღლა კი არა, სიღრმისკენ წაიყვანა. სამწუხაროდ, პირველ ცდაზე, ამ გასასვლელის სათანადოდ შესწავლა ვერ მოხერხდა, რადგან გვირაბი ნაწილობრივ ქვიშით იყო გამოვსებული და მის გასაწმენდად, სერიოზული სამუშაოები იყო ჩასატარებელი. როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამის შესახებ შეიტყო, სფინქსზე წვდომა შეზღუდა და საკუთარი კვლევა ჩაატარა. თუმცა, შედეგი საზოგადოებისთვის არ გაუზიარებია. ეს კი იმით ახსნეს, რომ უძველეს ნაგებობასთან, უსაფრთხოების მიზნით, გათხრების ჩატარება არ შეიძლებოდა. რა შეიძლებოდა იქ აღმოეჩინათ? იქნება, ატლანტების ბიბლიოთეკა, რომლის შესახებ ედგარ კეისი საუბრობდა? მეორეს მხრივ, ჰეროდოტე პირდაპირ მიუთითებს, რომ უდაბნოს ქვიშის ქვეშ, ადგილობრივი ქურუმების თქმით, ეგვიპტელთა წინაპრების უძველესი ქალაქები იყო. მაგრამ, კონკრეტულად სად – უცნობია. უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები, შესაძლებელს ხდის უდაბნოს სკანირებას. ამასთან, ნაგებობებისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. დრონით და სპეციალური აპარატებით გადაღებულ ფოტოებზე მართლაც ჩანს გვირაბები და დარბაზები. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი 35 – 50 მ. სიღრმეზე მდებარეობს და ზემოდან ტონობით ქვიშა აყრია. ასე, რომ, სურვილის მიუხედავად, დაინტერესებული პირებისთვის, იქამდე ჩაღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ასეთი მასშტაბური კვლევისთვის, საერთაშორისო ექსპედიციაა საჭირო, თანამედროვე ტექნიკით და რა თქმა უნდა, ეგვიპტის ხელისუფლების ნებართვა, რომელმაც ახლახან, სპეციალისტები მხოლოდ ტურისტულ მარშრუტებზე დაუშვა, სადაც ყველაფერი, ისედაც შესწავლილია... არხის სხვა სიახლეები:* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები და არანაირი ფოტოშოპი* შემთხვევითი ფოტოები, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (V ნაწილი)* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი569 2-ს მოსწონს
|