სხვა "იყავით ყმები და გახდით მონები" - ალა პუგაჩოვამ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ რუს ხალხს მიმართა 2023, 12 ნოემბერი, 16:35 რუსმა პოპ -მომღერალმა ალა პუგაჩოვამ, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში დაბრუნდა და ტვერის სტუდიაში რამდენიმე სიმღერაც ჩაწერა, სოციალურ ქსელებში რუსი მოქალქეების მისამართით ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა. თავის მესიჯში არტისტმა ასევე განმარტა თავისი ნათქვამი "ყმების და მონების" შესახებ, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთა " იყავით ყმები და გახდით მონები" ასე თქვა პრიმადონამ სიტყვასიტყვით და მალევე ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა. მომღერალმა მხოლოდ ახლა განმარტა, თუ რას გულისხმობდა.მან აღნიშნა, რომ „ხალხი ამ შემთხვევაში არაფერი შუაშია“. მან ხალხს სიტუაციის მძევლები უწოდა და თქვა, რომ უყვარს და ეცოდება რუსები, ხოლო საზიზღარ კრიტიკოსებს თავიანთი „აბსურდული ზღაპრებით" და "უსუსური ტყუილებით“ სურთ მას ჩამოაშოროს ის ხალხი, ვისთვისაც ასრულებდა, მღეროდა, ცხოვრობდა, შესწირა ჯანმრთელობა და პირადი ცხოვრება. "ჩემი მილიონობით გულშემატკივარი არმია არ მიღალატებს!" - ამბობს მომღერალი. მისი თქმით, მან თავისი მისია შეასრულა და დიდი ხანია არ უმღერია და ახლა მის ცხოვრებას „სამყარო აკონტროლებს". მან აღნიშნა, რომ მისი „ფეხები დადიან, თვალები ხედავენ და ყურები ისმენენ“. მომღერალმა ასევე მოუწოდა ხალხს, შეწყვიტონ მის თავზე თმის რაოდენობის დათვლა. „თავისუფლება მთავარი სიმდიდრეა. და მე მას ვუფრთხილდები, ამით ვცხოვრობ და ვეცდები ვიცხოვრო მანამდე, სანამ არ გაიმარჯვებს სინათლე სიბნელეზე, სიკეთე ბოროტებაზე, ჭეშმარიტება ცილისწამებაზე“, - თქვა მან და დასძინა, რომ ხალხი „მოუსმენს“ მას. რამდენიმე დღის წინ კომპოზიტორმა იგორ ლელინმა ერთ-ერთ რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემაში განმარტა პუგაჩოვას რუსეთში ჩამოსვლის მიზეზი. მასთან ერთად პრიმადონამ სამი სიმღერა ჩაწერა ტვერის სტუდიაში. "ჩვეულებრივი სასიყვარულო სიმღერებია. ქალზე, კაცზე, ქმრის სიყვარულზე, შვილების სიყვარულზე. ეს არის ჩვეულებრივი შინ მოსასმენი სიმღერები, ნუ რაღაც მსგავსი... ეს არ არის "ყინულოვანი მთის აისბერგი". ან სხვა პაპსა სიმღერები”, - თქვა ლელინმა. მან ასევე განაცხადა, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთში ჩამოსვლას აღარ აპირებს. "მომდევნო ვიზიტი არ იქნება. ეს არის აბსოლუტურად ერთჯერადი ვარიანტი, რომელიც მას სჭირდებოდა ზოგიერთი პირადი შიდა საქმეებისთვის", - დასძინა კომპოზიტორმა. 847 2-ს მოსწონს
|