სხვა გასაოცარი ფაქტები ამერიკელებზე, რაც თვითონაც არ იციან 2023, 24 ნოემბერი, 10:10 ყველა ამერიკელს სურს, რომ დაზოგოს ფული, განსაკუთრებით ისეთ პროდუქტებში, როგორიც საკვებია, რომელბსაც ყოველ დღე მივირთმევთ და კვების გარეშე ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია. ამეიკასთან რაც ყველაზე მეტად ასოცირდება, ეს მაკდოლადსი და სავაჭრო ქსელი ვოლმარტია.
Wal Mart უდიდესი საცალო-სავაჭრო ქსელია მსოფლიოში. მის შემადგენლობაში 10 ათასი მაღაზია შედის. აქ საკვები პროდუქტების გარდა, საერთო მოხმარების საქონლი იყიდება. იგი აბსოლუტური ლიდერია საცალო ვაჭრობის მიმართულებით ამერიკაში. ამ ყველაფერს საფუძველი ლეგენდარულმა სემ უოლტონმა ჩაუყარა. ის, რაც მან შექმნა ბიზნესში, ყველას არ შეუძლია. თვითონ მიაჩნდა, რომ მისი წარმატების საიდუმლო უსასრულო ოპტიმიზმია, რომელიც მუდამ თან სდევდა. იგი იყო ყველას (მტრის, მოკეთის, თანამშრომლების, კლიენტების) მიმართ კეთილმოსურნე, ასევე გამუდმებით ისწრაფვოდა სრულყოფისაკენ. ვინც ძია სემს იცნობდა, აღნიშნავდა, რომ `მის სახეზე კეთილი ღიმილის ხილვა მუდამ შეიძლებოდა~. ერთი პატარა მაღაზიიდან დაიწყო და უზარმაზარი მსოფლიო ქსელის შექმნა შეძლო. Wal Mart-ის ბიზნეს-საქმიანობის მასშტაბები, გავლენა მსოფლიოში საცალო ვაჭრობის მიმართულებით, განუსაზღვრელია. კომპანიის ბრუნვამ კიდევ 2016 წელს, 482, 130 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 97%-ით მეტია მისი უახლოესი კონკურენტის, კომპანია Exxon Mobil-ის მიერ ნაჩვენებ შედეგთან (246, 204 მილიარდი დოლარი) შედარებით. ბოლო 20 წლის განმავლობაში, Wal Mart აღიარებულია როგორც უდიდესი საცალო ჰიპერმარკეტების ქსელი მსოფლიოში. Fortune-500-ის რეიტინგში ამ კომპანიამ 2016 წელს პირველი ადგილი დაიკავა. ამერიკამ საკუთარი გმირი სახეზე მუდმივი ღიმილით დაიმახსოვრა: სწორედ ასე ხვდებოდა იგი თავისი მაღაზიის კლიენტებსა და თანამშრომლებს. Wal Mart-ის იმპერიის დამაარსებელი, უდავოდ, მეოცე საუკუნის დასასრულის "საცალო ვაჭრობის მეფეა". McDonald's — სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში. მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში. კომპანია 1940 წელს დააარსეს ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა. პირველი რესტორანი გაიხსნა სან-ბერნარდინოში (კალიფორნია). 1954 წელს, რეი კროკმა ძმები მაკდონალდებისაგან შეიძინა ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება. 1955 წელს კროკმა გახსნა McDonald’s-ის პირველი რესტორანი ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში. დღეს ეს რესტორანი კორპორაციის მუზეუმია. 1955 წელს კროკმა დაარეგისტრირა კომპანია McDonald’s System, Inc, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა McDonald’s Corporation McDonald’s Corporation. 1961 წელს კროკმა შეიძინა კომპანიის მართვის ყველა უფლება. დღეავნდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ გასაოცარ ფაქტებზე, რაც თვითონ ამერიკელებმაც ალბათ არ იციან. გასაოცარი ფაქტები ამერიკელებზე, რაც თვითონაც არ იციან1. ამერიკაში მაცხოვრებლის 8-დან 1 გამოკითხული მაინც ნაუმუშევარია McDonald's -ში. 2. Apple-ის ცნობილ კომპანიას უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე აშშ-ს ხაზინას. 3. ერთი ამერიკელი იმდენ რესურსს ითხოვს, რამდენსაც 32 კენიელი. 4. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ძირითადად ინგლისურად საუბრობენ, ქვეყანას ოფიციალური ენა არ აქვს. 5. სამიდან ერთი ამერიკელი იტანჯება ზედმეტი წონით. 6. ამერიკის 25%-ს სჯერა რეინკარნაციის. 7. სამედიცინო შეცდომები შეერთებულ შტატებში სიკვდილის მეექვსე წამყვანი მიზეზია. 8. ვირჯინიის შტატში ყველაზე მეტი პრეზიდენტია დაბადებული, ვიდრე სხვა შტატში. 9. ამერიკის მოსახლეობის 27%-ს მიაჩნია, რომ ამერიკას მთვარეზე ფეხი არასოდეს დაუდგამს. 10. თუ ჯიბეში 10 დოლარი გიდევთ და ვალები არ გაქვთ, ამერიკის მოსახლეობის 25%-ზე მდიდარი ხართ. 11. ყოველდღიურად ამერიკაში 404 687 კვადრატული მეტრი პიცა იყიდება. 12. კონგრესის ბიბლიოთეკა ინახავს არა მხოლოდ სამეცნიერო და ისტორიულ მონაცემებს, არამედ ტვიტერზე გამოქვეყნებულ მასალასაც. 13. მშრალი კანონის პერიოდში ამერიკის მთავრობამ დაიწყო ლუდის მოწამლვა, რის გამოც ათასობით ადამიანი გარდაიცვალა. 14. ამერიკაში, ბავშვების 40% დასაოჯახებელი ქალების მიერ იშობა. 15. ამერიკა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ნებისმიერ ადგილას ნახავთ ქვეყნის დროშას. 293 3-ს მოსწონს
|