x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ აწარმოებდნენ საბჭოთა კავშირში მაინცდამიანც "რომბებიან" რკინა-ბეტონის ღობეს?
image

ლეგენდარული რკინაბეტონის ღობე მარტივი „თარგით“ საბჭოთა დროინდელი სავიზიტო ბარათია!ამ ღობეებს დღესაც შეხვდებით ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიებზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ მაინცდამაინც რომბებიანი რკინა-ბეტონის ღობე?



საბჭოთა კავშირში თითქმის ყველაფერი - შენობიდან ღობეებამდე - სტანდარტიზებული იყო, ამიტომ მათ უკიდეგანო იმპერიის ყველა კუთხეში შეხვდებოდით . სსრკ-ში ყველაზე პოპულარული ღობე იყო ბეტონის ღობე "რომბებით". რატომ ჩვეულებრივ ბრტყელი არა? ან კვადრატები, წრეები ან ორნამენტებით? ახლავე გავერკვევით.



საბჭოთა ბეტონის ღობე "რომბებით" ატარებდა ოფიციალურ სახელს"Плита ограждения – 2"(შემოსაღობი ფილა-2). ოფიციალური პირების მოთხოვნით, იგი შეიმუშავა "მოსგორსტროიმატერიალის" მთავარმა არქიტექტორმა ბორის ლახმანმა 1970-იან წლებში. ეს ღობე პირველად იქნა წარმოდგენილი 1974 წელს ВДНХ-ს გამოფენაზე, რის გამოც ლაჩმანმა მიიღო ბრინჯაოს მედალი და ფულადი პრემია.


image

რა იყო მაშინ სახელმწიფო მოთხოვნები ღობეებზე?


არქიტექტორის წინაშე დადგა ამოცანა, მოეფიქრებინა ღობის ისეთი დიზაინი, რომელიც იქნებოდა შედარებით ლამაზი, იაფი და ამავე დროს საიმედო. მოთხოვნები კი ასეთი იყო:


*მონოლითური ღობე (სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის სამხედრო ნაწილების შეუღწევადობის უზრუნველსაყოფად).;


*ხმის საიზოლაციო თვისებებით (მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის ხმაურის შესამცირება, ვინაიდან ადრე ქარხნები და ფაბრიკები დიდი ქალაქებში ძირითადად დიდ საცხოვრებელ ადგილებთან იყო).

*სექციური მონტაჟი (შესაძლებელი ყოფილიყი განადგურებული ან დაზიანებული მონაკვეთის შეცვლა მთლიანი ღობის დემონტაჟის გარეშე).


*არ დასჭირდეს შეღებვა (წარმოების ხარჯების შესამცირებლად).



ასეთი ღობე განკუთვნილი იყო საწარმოების, სამხედრო ნაწილების, რკინიგზის სადგურების, ციხეების, სკოლების, საბავშვო ბაღების, სპორტული სტადიონების, პარკებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად.

image

რჩეება ლოგიკური კითხვა, რატომ რომბებიანი ღობე?


დიზაინი შემთხვევით არ არის არჩეული. ტექნიკური რომბები ასრულებდნენ შემდეგ ოთხ ამოცანას:

1)დამატებითი მექანიკური მდგრადობის უზრუნველყოფა - ისინი მოქმედებენ როგორც "ნეკნები."


2) ხმის ტალღების ამრეკლავი ფუნქცია: ხმის იზოლაცია და ბარიერი.


3)„ჩრდილების თამაშის“ უზრუნველყოფა, რამაც დიზაინის ვიზუალური ერთფეროვნების ნიველირება მოახდინა.


4)თვითეცხვა ძლიერი წვიმის დროს - კონუსის ფორმის გამონაზარდები წვეთებს კიდევ უფრო წვრილ წვეთებად შლიდნენ და ფანტავდნენ, რაც საშაულებას იძლეოდა ჩამოერეცხა მთელი ჭუჭყი დ მტვერი ღობიდან.

2
603
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
603
  
2023, 17 ნოემბერი, 2:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
2023, 12 ნოემბერი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2