x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136061
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
"ეს არის 40 დღისწინანდელი განცხადება... აი, ამ არარაობის "-დავით ქართველიშვილი

image

"ეს არის 40 დღისწინანდელი განცხადება. აი ამ არარაობის - "ხალხის ძალას" რომ მოპარა "რუსული კანონის" ტექსტი და დღეს დაჩქარებული წესით რომ აპირებს მის რადაში გატარებას. ეს ის არარაობაა - საქართველოსთვის "სტატუსის" მინიჭება უკრაინის პოზიციაზე იქნებაო დამოკიდებულიო და აზრზე იყავითო, "ვის რა ტონით უნდა ელაპარაკოთო".
image

ეს ის არარაობაა, მისი ქვეყანა დღეს გაგანია ომში კორუფციაში რომ იძირება, სარდლის თანაშემწეებს ტერორისტული აქტებით რომ ანადგურებენ, მართლმადიდებლობას რომ კრძალავენ ქვეყნის შიგნით და საქართველოს რომ ემუქრებიან - გვიფრთხილდითო! დღეს მეორე "სტატუსმინიჭებულ" მოლდოვაში კი - პატიმარი ექს-პრეზიდენტ იგორ დოდონის პოსტსაარჩევნო ფართომასშტაბური კომუნისტური გამოსვლები რომაა მთელ ქვეყანაში პრეზიდენტ სანდუს გადადგომის მოწოდებებით.
image
იმ მაია სანდუს, "ევროპული" ცხოვრების წესით რომ გვმოძღვრავდა პატიმარ სააკაშვილთან მიმართებით. სად ხართ დღეს, "ასოცირების ტრიოს" ჩვენი "წარმატებული" დუეტის მესვეურები? სადაა თქვენი პრეზიდენტების მილოცვები თქვენივე გუნდის წევრის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით? სად დაიმალებით ხოლმე, რომელ ჩა-სტატუსებულ სოროებში? "შავი ჭირი თქვენს ორსავე სახლსა ზედა", როგორც იტყოდა ევროპელი უილიამ შექსპირი თავის "რომეო და ჯულიეტაში" - თუ კი არ გიხარიათ დღეს ჩვენს სახლსა შინა სამართლიანობის აღდგენა!"-წერს სოციალურ ქსელში პარტია "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის შეფასება პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა. ლაიენმა ასევე ხაზი გაუსვა გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობას.
"კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით რომ ყველა შესაბამისი ნაბიჯი იქნება გადადგმული, "- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს
2
601
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
601
  
2023, 8 ნოემბერი, 19:52
ჟურნალისტები თუ რაც გქვიათ,რა კეთდება ამ კუთხით იმაზე უნდა წეროთ და არა გამოიმნაირებულ ქართველიშვილზე. რა გაუკეთებია ამ ქართველიშვილს ერისთვის გამარკვიეთ,რომ გამომიჭიმავთ მის აზრებს,რა მოხელეა ისიც მოაყოლეთ. ხალხი 7 ლარზე ქართული ქვეყნის სადარაჯოზე იდგა,სიცივეში და გაგლეჯილი ფეხსაცმელით,თუმცა თავზე არავისთვის მოუხვევია ეს ამბავი,რადგან თავისი ვალი შეასრულეს ოჯახის და ქვეყნის წინაშე. ამან რა ვალი მოიხადა? ან რომელიმე პარლამენტარი დამისახელეთ,ვისაც ეს ყველაფერი გავლილი აქვს,თავდაცვის და უშიშროების კომიტეტიდან დაიწყეთ. რევოლუცია ნამდვილად იქნება ამ ქვეყანაში,ნაცების არა,ეს იქნება ხალხის რევოლუცია და დედა მ... ბევრს.
2023, 8 ნოემბერი, 19:46
ურსულამ ისეთი ტექსტი დადო,ისე აქო და ადიდა უკრაინა,კორუფცია არ არის და ა.შ.,ისე აქო მოლდოვა,ლტოლვილებს იფარებსო და რეფორმებს ატარებსო,გეგონება რუსეთის დსთში მე ვიყო. ლტოლვილებს ჩვენც ქე ვიფარებთ,თუმცა რა სალაპარაკოა,გაჭირვებაში უნდა დაეხმარო ადამიანს. ქრისტემ თქვა,თუ გაჭირვებული მოგიკაკუნებს კარზე,გაუღეთ და დაეხმარეთო,ის გაჭირვებული მე ვიქნებიო. ლტოლვილების მიღების გამო კანდიდატის სტატუსი რო მოეცათ,ეს იქნებოდა ერის შეურაწყოფა და კარგია რო ჩვენი დასახელების მერე ეს არ ითქვა. ჯერ ხო არ მინდა ამ ევროკავშირში,ურსულას რეგალიების შესრულებას ყველაფერი ჯობია. რაც არ უნდა იყოს,კანდიდატის სტატუსს მერჩია მქონოდა ისეთი ქვეყანა,რომელიც თავისი მოქალაქის სიკვდილს ღირსეულ პასუხს გასცემდა და არ იქნებოდა წაკუზული. მოქალაქე მოგვიკლეს და იარაღში ტყვია გვაქვს მჭიდში,რომ ადგე და დაახალო იმ ნაბიჭვარ რუსს. ეგ კანდიდატის სტატუსი გაეირჭეთ ერთ ადგილას,ხალხის ძალამაც,ურსულამას და ირაკლამაც. ვის რა ფეხებად უნდა ეგეთი რამე,თუ დღეს მკლავენ და პასუხს ვერავინ სცემს. რა გამოდის,სანამ პეტრე მოვიდა პავლეს ტყავი გააძრესო. ამ დროს გვესმის,44% გაეზრდებათ ხელფასი პარალენტარებს,ხოდა რამდენით გაიზარდა თავდაცვის ბიუჯეტი? მოგესალმებით,ევროპის ახალ კოლონია საქართველოში
0 1 2